მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
პრემიერ-მინისტრი მოსახლეობას ასოცირების ხელშეკრულების რატიფიცირებას ულოცავს - 19 დეკემბერი 2014

ევროპა ბევრად უფრო დაცული, განვითარებული, დიდი პერსპექტივის მქონე რეგიონია საქართველსოთან ერთად“

myrights.ge

პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მოსახლეობას ასოცირების ხელშეკრულების რატიფიცირებას ულოცავს, - ისტორიული მოვლენის შესახებ განცხადება პრემიერმა ევროკავშირში ინტეგრაციის კომისიის 51- სხდომის დასაწყისში გააკეთა, რომელიც მთავრობის ადმინისტრაციაში იმართება.

სხდომას ევროპასთან ინტეგრაციის პროცესში ჩართული ყველა სამთავრობო უწყების ხელმძღვანელი ესწრება.

სხდომის დღის წესრიგით განიხილება საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებისა და ასოცირების დღის წესრიგის 2014 წლის ეროვნული სამოქმედო გეგმის განხორციელების მდგომარეობა, 2015 წლის ეროვნული სამოქმედო გეგმის პროექტი და ევროინტეგრაციის საკითხთა კომუნიკაციისა და ინფორმაციის შესახებ საქართველოს მთავრობის 2014-2017 წლების სტრატეგიის 2014 წლის სამოქმედო გეგმის განხორციელების კუთხით არსებული მდგომარეობა, - ნათქვამია მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციაში.

შეგახსენებთ, რომ პრეზიდენტი მარგველაშვილი ევროპარლამენტის გუშინდელ სესიას დაესწრო, რომელზეც საქართველოსა და ევროკავშირს შორის გაფორმებული ასოცირების შეთანხმების რატიფიცირება განხორციელდა; ისტორიულ გადაწყვეტილებას 490 დეპუტატმა დაუჭირა მხარი, 76 წინააღმდეგი იყო, 57 კი თავი შეიკავა.

მინდა საქართველოს ყველა მოქალაქეს მივულოცო რეზოლუციის მიღება, რადგან ეს რეზოლუცია საქართველოს უფრო ახლოს აყენებს ევროპის კავშირთანშეთანხმების რატიფიცირება მინდა ასევე მივულოცო ჩვენს ევროპელ კოლეგებს, ევროპელებს, რადგან ევროპა ბევრად უფრო დაცული, უფრო განვითარებული, ბევრად უფრო დიდი პერსპექტივის მქონე რეგიონია საქართველსოთან ერთად. მე ამის მჯერა“, - აღნიშნა ქვეყნის პირველმა პირმა  ასოცირების შეთანხმების რატიფიციკაციის შემდეგ.

ევროპარლამენტის სესიას საქართველოს დელეგაცია სრული შემადგენლობით ესწრებოდა, მათ შორის იყვნენ საგარეო საქმეთა მინისტრი თამარ ბერუჩაშვილი, პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე თედო ჯაფარიძე და ევროკავშირში საქართველოს ელჩი ნატალია საბანაძე.

საქართველომ ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებას ხელი 2014 წლის 27 ივნისს მოაწერა. ამ დრომდე დოკუმენტის რატიფიკაცია მოხდა 10 ქვეყანაში: ხორვატიაში, რუმინეთში, ბულგარეთში, ლიტვაში, ლატვიაში, მალტაში, სლოვაკეთში, ესტონეთში, უნგრეთსა და შვედეთში. დოკუმენტის რატიფიკაცია გუშინ განახორციელა დანია. აღინიშნა ისიც, რომ ევროპარლამენტის მიერ ასოცირების შეთანხმების რატიფიკაცია ევროკავშირის წევრი ქვეყნებისთვის გახდება დამატებითი სტიმული, რათა საკუთარ სახელმწიფოებში დააჩქარონ ამ დოკუმენტის რატიფიცირების პროცესი.

ასევე იხილეთ:

ასოცირების შეთანხმება

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2025 ყველა უფლება დაცულია