მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
„ძალადობისგან დასაცავად არსებული სამართლებრივი მექანიზმები ხელწერილის გამოყენებას საერთოდ არ ითვალისწინებს“ - 05 იანვარი 2015

„არსებობს მოლოდინი,  რომ შსს ამ საქმეში ბევრად აქტიური იყოს“

myrights.ge

სახალხო დამცველი შინაგან საქმეთა მინისტრს მიმართავს. ომბუდსმენი ალექსანდრე ჭიკაიძეს  მოუწოდებს, რომ პირად კონტროლზე აიყვანოს ოჯახში ძალადობის შემთხვევებზე რეაგირების განმახორციელებელ უფლებამოსილ პირთა მიერ კანონით განსაზღვრული მექანიზმების გამოყენების საკითხი, რათა უზრუნველყოფილ იქნას მსხვერპლთა დაცვა და განმეორებითი ძალადობის შემთხვევების პრევენცია. უჩა ნანუაშვილის აპარატმაშს მინისტრს ასევე მოუწოდა, რომ უფლებამოსილ თანამშრომლებს კიდევ ერთხელ განემარტოთ საკითხის სენსიტიურობა, რათა ყველა ზომა იქნას გამოყენებული საქართველოში ოჯახში ძალადობის საგანგაშო ტენდენციის შესაჩერებლად.

არაერთი მოწოდების მიუხედავად იმის თაობაზე, რომ ოჯახში შესაძლო ძალადობის ფაქტზე რეაგირების დროს სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენელთა მიერ გამოყენებული ყოფილიყო კანონით გათვალისწინებული დაცვის ღონისძიებები, სახალხო დამცველის აპარატის მიერ შესწავლილი რიგი შემთხვევებიდან იკვეთება, რომ ხელწერილის გამოყენება კვლავ გრძელდება. ასეთ ფორმას კი საერთოდ არ ითვალისწინებს ძალადობისგან დასაცავად არსებული სამართლებრივი მექანიზმები და ის მხოლოდ დამკვიდრებული პრაქტიკის ნაწილია, რომელიც სრულიად არაეფექტურია“, - აღნიშნულავს ომბუდსმენი.

განცხადების თანახმად, სახალხო დამცველის შესწავლის შედეგები ცხადყოფს, რომ ხელწერილი ვერ უზრუნველყოფს მსხვერპლის ეფექტურ დაცვას, რადგან არ აქვს ის სამართლებრივი თანმდევი შედეგები, რაც მსხვერპლთა დაცვისათვის შემაკავებელ ორდერს გააჩნია. ასევე, ვერ უზრუნველყოფს განმეორებითი ძალადობის პრევენციას ან, მომხდარის შემთხვევაში, მოძალადის პასუხისმგებლობის დაყენებას.

საპასუხოდ შინაგან საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომომბუდსმენის მიმართვა ქალთა ძალადობაზე უახლეს მდგომარეობას არ ასახავს“.

გამოვხატავთ რა პატივისცემას ომბუდსმენის, როგორც ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში წამყვანი ეროვნული ინსტიტუტისადმი და ვაფიქსირებთ მზაობას თანამშრომლობისთვის, საჭიროდ მიგვაჩნია ანგარიშვალდებული ვიყოთ სახალხო დამცველისა და საზოგადოების წინაშე და გავცეთ პასუხები ჩვენი უწყების მისამართით გამოთქმულ შენიშვნებს.

2014 წლის 23 დეკემბერს საქართველოს სახალხო დამცველის მიერ გამოქვეყნებული მიმართვა ოჯახში და ქალთა მიმართ ძალადობის მხრივ უახლეს მდგომარეობას არ ასახავს, ასევე არარეალურია მასში დაფიქსირებული მოლოდინები პრობლემის დაძლევის მიმართ. კერძოდ: 1) კანონით განსაზღვრული მექანიზმების გამოყენების საკითხი, რასაც ადასტურებს შსს- მიერ ინიცირებული საკანონმდებლო ცვლილება ოჯახში ძალადობის შემთხვევაში სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის გამკაცრებაზე; ასევე მინისტრის N726 ბრძანება ოჯახში ძალადობის პრევენციის და მასზე რეაგირების კომისიის შექმნაზე და მინისტრის 2014 წლის 9 დეკემბრის №45 მითითებაოჯახში ძალადობის ფაქტებზე რეაგირების ღონისძიებების გამკაცრების შესახებ“, რომლითაც მკაფიოდ განისაზღვრა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტისა და ტერიტორიულ ორგანოების მიერ შემაკავებელი ორდერების გამოცემის საკითხი; 2) უფლებამოსილ თანამშრომლებს არათუ განემარტათ საკითხის სენსიტიურობა, არამედ შსს ტერიტორიული ორგანოებიდან მოხდა თანამშრომლების (ქალი და მამაკაცი პოლიციელების შემადგენლობით) მომზადება და იდენტიფიცირება ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ კოორდინირებული და ეფექტური რეაგირების მიზნით. ასევე, ტარდება პოლიციელთა ტრენინგები ამ მიმართულ;ებით, რომელიც უკვე 500-ზე მეტმა უბნის ინსპექტორმა გაიარა; 3) შემაკავებელი ორდერების გამოყენების ყოველთვიური მაჩვენებელი ბოლო 11 თვის მანძილზე 2 ერთეულიდან 145 ერთეულამდე გაიზარდა; ხოლო 2014 წელს ოჯახში ძალადობის რეგისტრირებული შემთხვევების 74% უკვე გახსნილია და დამნაშავეები პასუხისგებაში არიან მიცემულნი; 4) ძალადობის პრევენციის მიზნით მიმდინარეობს ფართომასშტაბიანი საინფორმაციო კამპანია და შექმნილია ცხელი ხაზი; 5) შს სამინისტრო დაინტერესებულ მხარეთა ჩართულობით მუშაობს ძალადობის პრევენციის ეროვნული სტრატეგიაზე. შინაგან საქმეთა სამინისტრო სრული დატვირთვით მუშაობს ძალადობის პრევენციის და ძალადობის შემთხვევებზე ეფექტიანი რეაგირებისათვის. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ოჯახში და ქალთა მიმართ ძალადობა პრობლემას წარმოადგენს ევროკავშირის განვითარებული ქვეყნებისთვისაც, სადაც 2014 წელს ევროკავშირის ფუნდამენტური უფლებების დაცვის სააგენტოს მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად (იხ.http://fra.europa.eu/sites/default/files/fra-2014-vaw-survey-main-results-apr14_en.pdf) 15 წელზე უფროსი ქალების საშუალოდ 33% სხვადასხვა სახის ძალადობის მსხვერპლია. ასევე, ნიშანდობლივია გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისის ეგიდით გენდერული ურთიერთობების სფეროში ჩატარებული კვლევის შედეგები, სადაც ჩანს პრობლემის კომპლექსური ხასიათი და მრავალი შემადგენელი, რომლის სრულად მოგვარების მოლოდინი მხოლოდ შინაგან საქმეთა სამინისტროსგან, საზოგადოების შეცდომაში შეყვანა იქნებოდა“, - ნათქვამია შსს- განცხადებაში.

ჩვენთან საუბრისას, არასამთავრობო ორგანიზაციასაფარისწარმომადგენელი ბაია პატარაია აცხადებს, რომ სახალხო დამცველის შსს-სადმი მიმართვა დროულია, რადგან პრაქტიკაში ხშირად გამოყენებულ პოლიციურ გაფრთხილებასა და ხელწერილის ჩამორთმევას შედეგი არ მოაქვს და ქვეყანაში ოჯახური ძალადობის შემთხვევები არ იკლებს.

„მოძალადის პოლიციაში დაბარება, გაფრთხილების მიცემა და ხელწერილის ჩამორთმევა რეალურად არ წარმოადგენს სამართლებრივ მექანიზმს, რომელიც ოჯახური ძალადობის გახშირებული შემთხვევების პრევენციას მოახდენს. ხელწერილს შესაბამისი შინაარსი, ძალა არ აქვს და შედეგი ნაკლებად მოჰყვება. ამავე დროს, კანონით გაწერილია სხვა მექანიზმები, მაგალითად ადმინისტრაციული შემაკავებელი ორდერის გამოწერა, გამოძიების დაწყება სისხლის სამართლის კოდექის 126-ე პრიმა მუხლით, რასაც საკმაოდ იშვიათად აქვს ადგილი. ამიტომ ვეთანხმები სახალხო დამცველის პათოსს, რომ პოლიცია იშვიათად მიმართავს კანონიერი და ქმედითი ღონისძიებების გამოყენებას. იმ ფონზე, როდესაც ოჯახური ძალადობის მხრივ რეალობა შეცვლილია, მდგომარეობა გაუარესებულია, არსებობს მოლოდინი,  რომ შსს ამ საქმეში ბევრად აქტიური იყოს. ამ თვალსაზრისით, ომბუდსმენს ძალიან დროული და სწორი შენიშვნა ჰქონდა“, - ამბობს ბაია პატარაია.  

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2025 ყველა უფლება დაცულია