მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი: პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა საქართველოს კანონმდებლობით არის დაცული - 11 თებერვალი 2015

myrights.ge

პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი ზურაბ ჟვანიას და რაულ უსუპოვის პირადი ცხოვრების განხილვას ეხმაურება და დისკუსიაში ჩართულ ყველა მხარეს მოუწოდებს მეტი პასუხისმგებლობა  გამოიჩინონ პირადი ცხოვრების დეტალების გასაჯაროებისას.

პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი ზურაბ ჟვანიას და რაულ უსუპოვის პირადი ცხოვრების განხილვას ეხმაურება და სენსიტიურ ინფორმაციაზე ირიბ თუ პირდაპირ მითითებას, რომელიც ტელეკომპანიარუსთავი 2“-ის გადაცემაარჩევანისეთერში და შემდგომ უკვე სხვადასხვა მედია საშუალებებში მიმდინარეობს

პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა დაცულია საქართველოს კანონმდებლობით და განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემთა მიმართ (როგორიცაა სქესობრივი ცხოვრება, ჯანმრთელობის მდგომარეობა, რელიგიური მრწამსი, ეთნიკური კუთვნილება და სხვა) მოქმედებს დაცვის მაღალი სტანდარტი.

მიუხედავად პრემიერ-მინისტრის გარდაცვალებისადმი არსებული მაღალი საჯარო ინტერესისა, დისკუსიაში ჩართულ ყველა მხარეს ვთხოვთ, მეტი პასუხისმგებლობა  გამოიჩინონ პირადი ცხოვრების დეტალების გასაჯაროების ან სენსიტიურ ინფორმაციაზე პირდაპირი თუ ირიბი ფორმით მითითების დროს და პატივი სცენ როგორც გარდაცვლილი პირების, ისე  - მათი ოჯახის წევრების ღირსებას“, - აღნიშნულია განცხადებაში. 

 

პოპულარული სტატიები
საქართველო რუსული მონობისა და ევროპული თავისუფლების გზაჯვარედინზე
„არემჯის“ სოციალური პასუხისმგებლობა - მადლი ჰქენ, მარილიც მოაყარეო
ქალთა ახდენილი ოცნებები ბოლნისის ზრდასრულთა განათლების ცენტრში
 
ვიდეოები
ეროვნული ვალუტის შემოღების ისტორია 
Video screenshot
გამოკითხვა
 


სპონსორები

2025 ყველა უფლება დაცულია

Created by SPAR.GE | Hosting is provided by Internet Services LLC FINDDOMAIN.GE