მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
ნაფიცმა მსაჯულებმა მკვლელობაში ბრალდებულის მიმართ გამამტყუნებელი ვერდიქტი გამოიტანეს - 11 თებერვალი 2015

myrights.ge

ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ თბილისის საქალაქო სასამართლოში გამამტყუნებელი ვერდიქტი  ერთხმად გამოიტანა და  ბრალდებული ზურაბ გორგაძე დამნაშავედ ცნო ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ ტარებასა და ელვარდ მიმინოშვილისა და იოსებ ჭელიძის განზრახ მკვლელობაში, დანაშაული გათვალისწინებული სისხლის სამართლის კოდექსის 236- მუხლითა  და  109- მუხლით.

გამოძიებით დადგენილია, რომ  2014 წლის 12 მაისს ლისის ტბის დასახლებაში მიწის ნაკვეთის გაყიდვასთან დაკავშირებით მომხდარი უთანხმოებისას  ზურაბ გორგაძემ ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით მოკლა იოსებ ჭელიძე და ელვარდ მიმინოშვილი.

ნაფიც მსაჯულთა გამამტყუნებელი ვერდიქტის საფუძველზე თბილისის საქალაქო სასამართლომ ზურაბ გორგაძეს სასჯელთა შთანთქმის შედეგად  საბოლოოდ 14 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

ნაფიცი მსაჯულების მიერ მიღებული აღნიშნული ვერდიქტი  უპრეცედენტოა საქართველოში“, - ნათქვამია მთავარი პროკურატურის ინფორმაციაში.   

პოპულარული სტატიები
საქართველო რუსული მონობისა და ევროპული თავისუფლების გზაჯვარედინზე
„არემჯის“ სოციალური პასუხისმგებლობა - მადლი ჰქენ, მარილიც მოაყარეო
ქალთა ახდენილი ოცნებები ბოლნისის ზრდასრულთა განათლების ცენტრში
 
ვიდეოები
ეროვნული ვალუტის შემოღების ისტორია 
Video screenshot
გამოკითხვა
 


სპონსორები

2025 ყველა უფლება დაცულია

Created by SPAR.GE | Hosting is provided by Internet Services LLC FINDDOMAIN.GE