მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
ირაკლი ღარიბაშვილი: მშვიდობიანი და პრაგმატული პოლიტიკით აუცილებლად დავიბრუნებთ ჩვენს მიწა-წყალს და გავამთლიანებთ საქართველოს - 23 თებერვალი 2015

იუნკერთა ხსოვნის დღე 

myrights.ge

დღეს ჩვენი ქვეყანა ისევ დიდი გამოწვევების წინაშე დგას, მაგრამ მჯერა, რომ მშვიდობიანი და პრაგმატული პოლიტიკით აუცილებლად დავიბრუნებთ ჩვენს მიწა-წყალს და გავამთლიანებთ საქართველოს, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა კოჯორ-ტაბახმელასთან დაღუპულ იუნკერთა ხსოვნისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე განაცხადა.

ირაკლი ღარიბაშვილის შეფასებით, ქართველ იუნკერთა გმირობა სამშობლოსთვის თავდადების მაგალითია.

ქედს ვიხრი ქართველი იუნკერების ხსოვნის წინაშე, რომელთაც თავი გასწირეს საქართველოს თავისუფლებისთვის ბრძოლაში და გმირულად დაეცნენ. მათ მოგვცეს მაგალითი სამშობლოს სიყვარულის, თავგანწირვის და თავიანთი წვლილი შეიტანეს საქართველოს დამოუკიდებლობის განმტკიცებაში,"-განაცხადა პრემიერმა.

იუნკერთა ხსოვნის დღე თბილისში, საქართველოს პარლამენტის შიდა ეზოში აღინიშნა. ღონისძიების ფარგლებში, პარლამენტის სასახლის ხარების სახელობის სამლოცველოში 1921 წელს დაღუპულ იუნკერთა სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი აღევლინა. იუნკერთა ხსოვნისადმი მიძღვნილ ღონისძიებას პრემიერ-მინისტრთან ერთად, საქართველოს პრეზიდენტი, პარლამენტის დეპუტატები, მთავრობის წევრები და იუნკერთა შთამომავლები დაესწრნენ.

ინფორმაციას პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური ავრცელებს. 

ასევე იხილეთ ვიდეობმული:

https://www.youtube.com/watch?v=Yv2ws7Lr9zg 

პოპულარული სტატიები
საქართველო რუსული მონობისა და ევროპული თავისუფლების გზაჯვარედინზე
„არემჯის“ სოციალური პასუხისმგებლობა - მადლი ჰქენ, მარილიც მოაყარეო
ქალთა ახდენილი ოცნებები ბოლნისის ზრდასრულთა განათლების ცენტრში
 
ვიდეოები
ეროვნული ვალუტის შემოღების ისტორია 
Video screenshot
გამოკითხვა
 


სპონსორები

2025 ყველა უფლება დაცულია

Created by SPAR.GE | Hosting is provided by Internet Services LLC FINDDOMAIN.GE