მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
თბილისში ხეების თვითნებურად ჭრის ფაქტები ისევ ვლინდება - 09 მარტი 2015

myrights.ge

დედაქალაქში ეკოლოგიური მდგომარეობა რომ დღითი-დღე უარესდება, ეს უკვე სადავო აღარავისთვის არის. ამ პროცესს სხვადასხვა დაავადებების, მათ შორის ონკოლოგიურის მატება რომ მოჰყვება, სპეციალისტები ამაზეც თანხმდებიან. ამ ფონზე, თბილისში მანქანების რაოდენობა განუხრელად იზრდება, ხოლო მწვანე საფარისადმი ბარბაროსულ მოპყრობას საშველი დაადგა, სათანადო პასუხი ვერ გაეცა. ის კი არა, ცენტრალურ უბნებში თავისუფალ ადგილებს ვერ პოპულობენ და რის ვაი-ვაგლახით შენარჩუნებულ პარკებს ავად დასტრიალებენ. ბევრგან ჩარგეს კიდევაც უსახური ნაგებობები.     

ბოლოს, თბილისის მერიამ ლია ჭავჭავაძისა და სანდრო ეულის ქუჩებზე ხეების თვითნებურად ჭრის ფაქტები გამოავლინა. მასალები შემდგომი რეაგირებისთვის შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაეგზავნება.

თბილისის მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურის უფროსის, ბიძინა გიორგობიანის განცხადებით, ჭავჭავაძის ქუჩაზე თვითნებურად მოჭრილია 34 ძირი მწვანე ნარგავი, რის შედეგადაც . თბილისის თვითმმართველი ერთეულისთვის მიყენებული ზიანის ოდენობა 10 176 ლარს შეადგენს.

ხეების უნებართვო ჭრის ფაქტი დაფიქსირდა ასევე სანდრო ეულის ქუჩაზე, სადაც თვითნებურად მოჭრილია ოთხი წიწვოვანი ნარგავი (ფიჭვი). ამ შემთხვევაში ზიანის ოდენობა 2 976 ლარს შეადგენს.

ეს არის სისხლის სამართლის დანაშაული და ისჯება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 303- მუხლის 1 ნაწილით, რაც ითვალისწინებს ჯარიმას, ან გამასწორებელ სამუშაოს ერთ წლამდე ვადით, ან თავისუფლების აღკვეთას სამ წლამდე ვადით. საქმე რეაგირებისთვის უკვე გადაეცა ზედამხედველობის საქალაქო სამსახურს, რომელიც შემდგომი რეაგირებისთვის შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართავს“, - განაცხადა ბიძინა გიორგობიანმა.

ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურის უფროსის თქმით, თბილისის ტერიტორიაზე ხეების უნებართვო ჭრა მკაცრად გაკონტროლდება და ყველა პირი კანონის სრული სიმკაცრით დაისჯება.

მანამდე, აქცია იყო თბილისში ასათიანის 10 ნომერშიც. ადგილობრივები უკვე თვეებია ყოფილი ფსიქიატრიული კლინიკის ტერიტორიაზე მშენებლობას აპროტესტებენ. მათი თქმით, განადგურდა წითელ წიგნში შესული ნარგავები რასაც დაუშვებლად მიიჩნევენ. აქციის მონაწილეებმა ტერიტორიის დარაჯს ნოტა გადასცეს და სამშენებლო კომპანიას ხეების გაჩეხვისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდეს.

სად წაიღო და რა მიმართლებით გამოიყენა ყოფილი ასათიანის დარაჯმა ეს საპროტესტო ნოტა, ამოუხსნელი რჩება. თუმცა აღნიშნული ქუჩის 10 ნომრის მცხოვრებლების წლების განმავლობაში დაფიქსირებულ პროტესტს შედეგი რომ არ აქვს, ამაში ადვილად დარწმუნდებით, თუ ტერიტორიაზე ერთხელ მაინც მოხვდებით.  

მსგავსი ფაქტების ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს და ისევ დედაქალაქის მცხოვრებლებს მოვუსმინოთ. საგულისხმო შეფასებებს, მათ შორის სოციალური ქსელიდან, ავტორთა ვინაობის გარეშე გთავაზობთ:

მარტო ვაკის პარკი არ არის პრობლემა. რეალურად, თბილისში აუტანელი მდგომარეობაა შექმნილი. სადაც პატარა ცარიელი ადგილი ჩანს, ყველგან შენობას დგამენ. ახლა როგორი საცობია და წარმომიდგენია, 10-15 წლის შემდეგ რა იქნება. კვამლსა და ბუღში ვიხრჩობით. ეს არის ერის გენოციდი, რაც ხდება“;

ძალიან აქტიურად და რადიკალურად უნდა დავაყენოთ ეკოლოგიისა და მშენებლობების საკითხი, თორემ კიბოთი გავწყდებით ყველანი. სუფთა ჰაერი არა დარჩენილი, რომ შევისუნთქოთ. მანქანები კი ერთმანეთს აზიან თავზე“;

ვაკის პარკის, ხეების ჩეხვის მომხრეებს და მის მაგივრად სასტუმროებისა და რესტორნების  მშენებლობების მომხრეებს ვუძღვნი ნიუ იორკის ცენტრალ-პარკის სურათებს. თქვენი აზრით, იქ რატომ არავის არ მოსდის აზრად მწვანე ზოლში შენობების წამოჭიმვა? ყველაზე ძვირი ღირს ბინები მანჰეტენზე და რატომ, არ გაინტერესებთ? იმიტომ, რომ ცენტრალ-პარკია! და სულ ერთი წუთით წარმოიდგინეთ მანჰეტენი ცენტრალპარკის გარეშე!“

დაგავიწყდათ ის ანეკდოტი, ასათიანზე მობინადრე ძაღლები ვაკეში რომ დარბიან მოსაფსმელად, იმდენი ხე მოჭრეს ასათიანის ქუჩაზე! აი ვაკეშიც რომ აღარ იქნება ხეები, მერე სადღა ირბენენ ჩვენი ოთხფეხა მეგობრები?“

ეს ქვეყანაა? ეს ხალხია? პარკში აშენებენ შენობებს! ტეხავს აი, ძალიან ტეხავს. რის ევროპა, წადით ბიძია, აფრიკას შეუერთდით“;

აი ასეთი მომხმარებლური მიდგომა რომ აქვს ამ საზოგაოდებას ბუნების მიმართ, ამიტომაც ვკვდებით ამ სახელმწიფოში ზოგი ჭლექითა და ზოგიც სიმსივნური დაავადებებით“;

სჯობს იმაზე ვიფიქროთ, ჩვენს შვილებს რას ვუტოვებთ; მესმის, რომ ბევრი საკუთარი ცხვირის იქით ვერ იყურება, მაგრამ მაინც. რა ჯობია განახლებას და ახლის შენებას, მაგრამ რატომ ჩეხავთ ხეებს;

რა ვიცი, ქარხანა და ფაბრიკა აღარ მუშაობს, ხალხი გაჭირვებულიაო და თითო ოჯახში სამ-სამი მანქანაა; იარონ ფეხით და ეკოლოგიური პრობლემა გადაიჭრება“;

ფეხით სიარული როდიდან ჭრის ეკოლოგიურ პრობლემას? ხე უნდა დარგო ან ბოლოს და ბოლოს, ტყე შეუნახე შვილებსაო, ეგ ხომ მაინც გაგიგია“;

ჰაერში ფულს არ იხდით და შესაბამისად, არ არის სავალდებულო სუფთა ჰაერი ისუნთქოთო, გგონიათ, ასე არ ფიქრობენ?“

თუ რა ეშველება არსებულ მდგომარეობას, ამ კითხვით ექსპერტ ნინო ჩხობაძეს მივმართეთ:

- ერთი პერიოდი, ხეების ჭრაზე გარკვეული მორატორიუმი იყო გამოცხადებული და ასევე მოწმდებოდა, თუ როგორ იყო გაცემული ნებართვები; რათა ამ გზით პოპულისტური გამოსვლების გარკვეული პრევენცია გაკეთებულიყო. ჩვენ ეს ვთხოვეთ იმისვის, რომ არის რაიონები, სადაც ხეების მოჭრა მნივნელოვანია. მაგალიად, თუ ხე გადაბერებულია, ანუ ინვენტარიზაცია ჩატარებულია. ეს ყველაფერი თად აღებული მნივნელოვანი პრობლემაა. ასევე ვიცი, რომ კომისია არის შექმნილი ჭრებან დაკავშირები, მაგრამ შედეგების შესახებ ჯერჯერობით ვერაფერს მოგახსენებთ.

რაც შეეხება ვაკი პარკს, მის ტერიტორია მაღალსართულიანი ნაგებობის მშენებლობა მიზანშეწონილი არ იქნება; მიუხედავად იმისა, რომ შეილება სადავო იყოს, ეკუთვნის თუ არა ეს ტერიტორი ვაკის რკს. ეთ სტრუქტურა, სასტუმრ ან სხვა ტიპი შენობა, რომელიც გარკვეული ინფრასტრუქტურის (სავალი გზის და ..) არსებობას გულისხმობს, აკის პაკს სერიოზულ პრობლემებს შეუქნის.

მთლიანობაში, გამწვანების შენარჩუნების კუთ დედაქალაქის ცენტრალურ უბნებში კი არა, გარეუბნებშიც არ გვაქვს კარგი სიტუია; ისევ და ისევ ქალაქგეგმარება სწორად უნდა იყოს განხორციელებული. ქალაქის გაითარების გენერალური გეგმა უნდა მოქმედებდეს და ყველ გადაწყვეტილება მის საფუძველზე მიიღონ.  

 

 

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2025 ყველა უფლება დაცულია