მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
„სამინისტრო ციხეებს აკონტროლებს“ - 21 აპრილი 2015

„სურთ მთავრობის დისკრედიტაცია იქიდან დაიწყონ, საიდანაც დასრულდა წინა ხელისუფლება“

myrights.ge

სახალხო დამცველმა თავის ბოლო ანგარიშში ყურადღება სასჯელაღსრულების დაწესებულებებში არასათანადო პირობებზე გაამახვილა. ომბუდსმენმა ხელისუფლება მკაცრად გააკრიტიკა პატიმრების გარდაცვალების ფაქტების გამო.საგანგაშო იყო რამდენიმე პატიმრის გარდაცვალებასთან დაკავშირებული გარემოებები, როდესაც ხელისუფლებამ ვერ უზრუნველყო მისი კონტროლის ქვეშ მყოფი პირების სიცოცხლისა და პირადი ხელშეუხებლობის უფლების ეფექტური დაცვა, - აღნიშნა უჩა ნანუაშვილმა.

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროსრული პასუხისმგებლობითაცხადებს, რომდღეს სასჯელაღსრულების დაწესებულებებს ადმინისტრაცია აკონტროლებს“. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, სისტემაში ნებისმიერი სახის დარღვევის გამოვლენის შემთხვევაში, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო მყისიერად, ადეკვატურად და კანონის ფარგლებში რეაგირებს.

მოგეხსენებათ, კრიმინალური სუბკულტურისკენ მიდრეკილი ადამიანები, როგორც წესი, სწორედ სასჯელაღსრულების დაწესებულებებში ხვდებიან და მათი მხრიდან ყოველთვის არის მცდელობა იმისა, რომ არალეგიტიმური მოთხოვნები დაიკმაყოფილონ. ამ შემთხევევაში არსებული რეალობის განმსაზღვრელია ის, თუ სამინისტრო რას უპირისპირებს მათ ამ სურვილებს. სამინისტროს, მინისტრის მიდგომა ცალსახაა - ყველა, ვინც კანონს არ ემორჩილება ისჯება სრული სიმკაცრით, ეს იქნება მსჯავრდებული, ბრალდებული თუ სისტემის თანამშრომელი. ამის ნათელი მაგალითია N17 დაწესებულებაში ბოლო პერიოდში მომხდარი შემთხვევა, როცა სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცნენ, როგორც მსჯავრდებულები, ისე დაწესებულების დირექტორი.

საგულისხმოა, რომ ლიდერობის მსურველები ნებისმიერ სოციუმში არსებობენ, მათ შორის თავისუფლების აღკვეთის ადგილებშიც. ამ დროს მთავრია ის, რომ დღეს სამინისტროს პოლიტიკა არ ახდენს ასეთი ტიპის მსჯავრდებულების წახალისებას და კანონით დადგენილი წესით იცავს სარეჟიმო პირობებს. გვსურს შეგახსენოთ, რომ სატელევიზიო ეთერით გაშუქებული სისტემაში არსებული შიმშილობებისა თუ თვითდაზიანებების შემთხვევები, უმეტესად განპირობებული იყო იმით, რომ კრიმინალური სუბკულტურისკენ მიდრეკილი ადამიანები ცდილობდნენ თავიანთი გავლენების დასაბრუნებლად სასჯელაღსრულების დაწესებულებებში არეულობების ინსპირირებასა და ამით ადმინისტრაციისთვის თავიანთი პირობების კარნახს, რაც არაერთხელ აღინიშნა სამინისტროს მიერ გაკეთებულ განცხადებებში. თუმცა, სწორედ სამინისტროს შეუვალმა და პრინციპულმა პოზიციამ უზრუნველყო ის, რომ საბოლოოდ დავანგრიეთ წლების მანძილზე დაწესებულებებში დამკვიდრებული ანარქია, უკანონობა და ჩამოვაყალიბეთ ადამიანის უფლებების დაცვაზე ორიენტირებული ჯანსაღი სისტემა, სადაც პროცესები სისტემურად უწყების ადმინისტრაციის მიერ იმართება.

ჩვენ კარგად გვესმის, რომ მომავალშიც არ ვართ დაზღვეული რიგი პროვოკაციებისგან და მსგავსი არალეგიტიმური ქმედებებისგან, თუმცა, კანონის ფარგლებში, მიზანმიმართულად ვაგრძელებთ შეურიგებელ პოლიტიკას, რომელიც კრიმინალური მენტალიტეტისა და სუბკულტურისკენ მიდრეკილი სუბიექტების წინააღმდეგაა მიმართული.

ამავდროულად, ჩვენ პატივს ვცემთ და ყურადღებით ვუსმენთ მედიას, გადამოწმებას ექვემდებარება ჟურნალისტების მიერ მოწოდებული აბსოლუტურად ყველა ინფორმაცია და შესაბამისი მტკიცებულებების არსებობის შემთხვევაში, ვმოქმედებთ კანონით დადგენილი წესით.

არსებული რეალობის ფონზე, კიდევ ერთხელ დაბეჯითებით ვაცხადებთ, რომ სისტემას სრულად აკონტროლებს მინისტრი და შესაბამისად, დაწესებულებებსადმინისტრაცია“, -ნათქვამია სასჯელაღსრულების სამინისტროს განცხადებაში.

სისტემაში არსებულ მდგომარეობასა და სამომავლო პერსპექტივებზე, არასამთავრობო ორგანიზაციაახალგაზრდა ადვოკატებისთავმჯდომარეს, არჩილ კაიკაციშვილს ვესაუბრებით:

- სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო სისტემაში შემავალ სხვადასხვა დაწესებულებათა მართვის ახალ სტილზე გადადის. ეს, უწინარეს ყოვლისა, პატიმრებზე, მსჯავრდებულებზე ორიენტირებული სისტემის შექმნას გულისხმობს, როგორც ამას დასავლეთის ქვეყნების საუკეთესო პრაქტიკა ითვალისწინებს.

საინფორმაციო ომის შედეგად, საზოგადოებას აწვდიან ინფორმაციას, რომ თითქოსდა ციხეს ქურდული სამყაროს წარმომადგენლები აკონტროლებენ; ყველა ეს სიუჟეტი მყარ სამართლებრივ არგუმენტაციას მოითხოვს. რეალურად, ასეთი გადაცემების დანიშნულება საზოგადოებისთვის ცალმხრივი ინფორმაციის მიწოდებაა; ამ დროს, მეტი კითხვა ჩნდება იურიდიულ საზოგადოებაში ავტორების მიმართ - წარმოდგენილი ინფორმაციის სანდოობასთან, დაბალანსებულობასთან და წყაროსთან მიმართებაში.

ზოგიერთი საინფორმაციო მანქანა ხელისუფლების დისკრედიტაციას სწორედ ციხეებში არსებული მდგომარეობის იმგვარად წარმოჩენით ცდილობს, რომ თითქოსდა, იქ ყველაფერი 90-იანი წლების პერიოდისთვის დამახასიათებელ მმართველობას დაუბრუნდა; თითქოსდა, სასჯელაღსრულების სისტემა მთლიანად ჩამოიშალა და ძალაუფლება ხელში კრიმინალურმა ავტორიტეტება აიღეს. ცხადია, ასე არ არის.

სამინისტროს ახალი კონცეფციისა და სტრატეგიის მიხედვით, პატიმართა უფლებები მნიშვნელოვნად გაუმჯობესებულია; პატიმართა შესახებ კანონი ბევრ ნოვაციურ და საინტერესო რეგულაციას უსაზღვრავს მსჯავრდებულებს; სრული თავისუფლება აქვთ სასჯელაღსრულების სისტემაში უზრუნველყონ საკუთარი უფლებები და თავისუფლებები იმ კანონის ფარგლებში, რომელიც პატიმრის უფლება-მოვალეობებს განსაზღვრავს.

ყველა სხვა ტენდენცია იქეთკენ არის მიმართული, რომ ზოგიერთი წარმომადგენელი სისტემაში წესრიგის დამყარებისკენ მიმართულ ქმედებებს ვერ ეგუება. საზოგადოებაში დღესაც ანალოგიური განწყობების შექმნა სურთ, რომ თითქოს ციხეებში 2012 წლის ოქტომბრამდე არსებული მდგომარეობაა. ბუნებრივია, საქმის რეალური არსი სხვაგვარადაა.

სამინისტრო ციხეებს აკონტროლებს; მაგრამ ამ კონტროლის გაძლიერებისა და ეფექტურობის მექანიზმების შექმნა კიდევ უფრო აუცილებელია ასეთი საინფორმაციო პროპაგანდის ფონზე და მის საპირისპიროდ.

მნიშვნელოვანია, რომ სამინისტრომ უფრო მეტად საჯარო გახადოს სასჯელაღსრულების დაწესებულებები მესამე სექტორის წარმომადგენლებისთვის, რათა ორგანიზაციებს მეტი მონიტორინგის განხორციელების შესაძლებლობა გვქონდეს; რათა ჩვენი სახით, საზოგადოებამ პროპაგანდისტული საინფორმაციიო კამპანიის პარალელურად ალტერნატიული ინფორმაცია მიიღოს, რომელიც ხელს შეუწყობს როგორც ციხეებში არსებული მდგომარეობის შეფასებას, ასევე პატიმართა მდგომარეობის შესახებ კონკრეტული დასკვნების მომზადებას.

პატიმართა ჯანმრთელობის მდგომარეობა მკვეთრად რომ გაუმჯობესდა ახალი ხელისუფლების პირობებში, ეს ფაქტია, რომელიც ბევრი საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ, სხვადასხვა დოკუმენტის სახით შეფასებულია. ცხადია, პრობლემები რჩება საყოფაცხოვრებო საკითხებიდან დაწყებული, ზოგადი პირობების გაუმჯობესების მიმათულებით. ამიტომ ის პროპაგანდისტული სურათი, რომელიც საგანგებოდ არის წარმოჩენილი, სინამდვილეს არ შეესაბამება.

ციხეებში მდგომარეობის გამოსწორების მანიშნებელია თუნდაც ის ფაქტი, რომ პატიმრების სიკვდილიანობა შემცირდა. ამნისტიის კანონმა უზრუნველყო ის, რომ დაწესებულებები უკანონო პატიმრებისგან პრაქტიკულად გათავისუფლდა. ეს მიმდინარე პროცესებია და მთავარია, რომ არსებობს პოლიტიკურ ნება გზად არსებული ხარვეზების აღმოსაფხვრელად

ამიტომ მნიშვნელოვანია საზოგადოებას სწორი ინფორმაცია ჰქონდეს. სამინისტროს განცხადება, რომ ის აკონტროლებს სასჯელაღსრულების სისტემას, ფაქტი და რეალობაა. ხოლო თანმდევი ხარვეზების გამოსწორებისთვის არსებობს პოლიტიკური ნება; ბუნებრივია, ჩვენ ამ პროცესში, როგორც მესამე სექტორის წარმომადგენლები მობილიზებული უნდა ვიყოთ, რათა პროცესების მიმართ წვდომა გვქონდეს, მეტი ინფორმაცია მივიღოთ და ჩვენი სახით საზოგადოებას ჰქონდეს დამოუკიდებელი, ალტერნატიული ცნობა სასჯელაღსრულების სიტემაში შექმნილ რეალურ მდგომარეობასთან დაკავშირებით.

- ბრძანეთ, რომ არსებობს საჯაროობის პრობლემა, მათ შორის არასამთავრობოებისთვის; ამას რა უშლის ხელს?

- მესამე სექტორი გარკვეულწილად მონაწილეობს სასჯელაღსრულების სისტემი პროცესებში, მაგრამ საუბარია ფართომასშტაბიან მონიტორინგზე, რომელიც სრულად აფასებს არა მარტო პატიმართა ჯანმრთელობის მდგომარეობას, არამედ თუნდაც გამოხატვის თავისუფლების კუთხით არსებულ მდგომარეობას; ასევე, სხვადასხვა აქტუალური მიმართულებით არსებულ მდგომარეობას - დაწყებული ჰიგიენური ვითარების შესწავლით, დასრულებული მათი სამოქალაქო უფლებების რეალიზებით სასჯელაღსრულების სისტემაში.

რა უშლის ხელს მეტ საჯაროობას, ალბათ, თვითონ სისტემა, რომელიც გულისხმობს, რომ უნდა იყოს განსაკუთრებული კონტროლისა და მეთვალყურეობის ქვეშ; ყველა ღიაობა მკაცრად შეფასებული უნდა იყოს იმისთვის, რომ დაცული იქნას მთავარი სიკეთე - პატიმართა უფლებები, სასჯელაღსრულების პრინციპი და სახელმწიფოს მიდგომა, რომ ეს სისტემა დახურული კი არ იყოს, არამედ ღია რაღაც დოზით; საზოგადოება ფლობდეს ინფორმაციას იქ მიმდინარე ვითარების შესახებ.

ახლა დგას მომენტი, როცა პროპაგანდისტული მანქანა ყოველდღე უტევს ციხეს; სურთ დღევანდელი მთავრობის დისკრედიტაცია სწორედ იქიდან დაიწყონ, საიდანაც დასრულდა წინა ხელისუფლება; ბუნებრივია, მსგავსი პროპაგანდისტული მანქანის ფონზე, სამინისტროს  საზოგადოებასთან ურთიერთობის სტრატეგია გადასახედია; უწყებამ სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს უფრო მეტი ინფორმაცია უნდა მიაწოდოს, თუნდაც აღნიშნული პროპაგანდისტული სიუჟეტების ფონზე; ანუ, გამჭვირვალობა და მეტი ინფორმირებულობა სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლების, ძალიან მნიშვნელოვანი ამ თვალსაზრისით.

- სისტემამ რაზე უნდა თქვას უარი, როცა ევროპულ ყაიდაზე გასავლას ცდილობს?

- ახალმა სასჯელაღსრულების სისტემამ, სტრატეგიამ ის სტანდარტები უნდა დაამკვიდროს, რომელიც ევროპულ ციხეებში არის მიღებული. ამ თვალსაზრისით ჩვენი კანონმდებლობა, კონკრეტულად პატიმართა შესახებ კანონი, ბევრ საინტერესო და ახალ რეგულაციას იძლევა. მაგრამ მნიშვნელოვანია ციხეებთან მიმართებაში უფრო მეტი ყურადღება დაეთმოს კონკრეტული პატიმრების პრეტენზიებისა თუ საჩივრების შესწავლას. ციხე ძალადობრივი გარემოსგან მთლიანად დაცლილი უნდა იყოს; არ უნდა არსებობდეს დისკრიმინაციის შემცველი გარემოებები, რასაც ცალკეულ შემთხვევებში ადგილი აქვს ხოლმე.

სასჯელაღსრულების სისტემამ ევროპული სტანდარტის და კანონის მიზნების სრულად დაცვას რომ მიაღწიოს, საჭიროა სამინისტრომ გაითვალისწინოს ფაქტობრივი მდგომარეობა და ადეკვატური ნაბიჯები გადადგას. სასჯელაღსრულების სისტემაში კვლავ აგრძელებენ მუშაობას თანამშრომლები, რომლებიც წარსულში, 2003-2012 წლების მმართველობის პერიოდში შემჩნეული იყვნენ ციხის ძალადობრივი გარემოს შექმნაში, პატიმართა მიმართ არასათანადო მოპყრობაში; ისინი ცემასა და სხვა შეურაცხმყოფელ დამოკიდებულებაში მონაწილეობდნენ, რაც პატიმრის ღირსებასა და მის პიროვნებას შეურაცხყოფდა; ამიტომ ეს ადამიანები სისტემიდან უნდა წავიდნენ.

2012 წლის შემდეგ პოლიტიკური ცვლილება, მხოლოდ სათავეებში ხელისუფლების წარმომადგენლების ცვლილებას არ ნიშნავს. ალბათ გახსოვთ ლოზუნგი - სისტემა უნდა დაინგრეს და ეს სისტემა ყველა მიმართულებით წარსულს უნდა ჩაბარდეს. ბევრი პროფესიონალი ახალი კადრი უნდა მოვიდეს, გუშაგადაც კი, რომელიც სასჯელაღსრულების სისტემაში ახალ მიდგომას, დამოკიდებულებას, ურთიერთობებს შემოიტანს.

არ ვამბობ, რომ ყველასთან უნდა დასრულდეს შრომითი ურთიერთობა. ეს იმ ხალხთან უნდა დასრულდეს, რომლებიც რაიმე სახით შემხებლობაში იყვნენ იმ სასტიკ რეციდივებთან, რომელიც წლების განმავლობაში იყო სასჯელაღსრულების სისტემაში; ისინი, როგორც აღნიშნული სისტემის წარმომადგენლები, ახალ რეალობაში მუშაობას აღარ უნდა აგრძელებდნენ.

ვფიქრობ, ამ მიმართულებით სამინისტროს ყველა პრობლემა-გამოწვევა გააზრებული აქვს; იმისთვის, რომ მათ შორის სასჯელაღსრულების სისტემა ევროპული მიმართულებით განვითარდეს, მნიშვნელოვანია მაღალი ღირებულებების მქონე ადამიანების მოსვლა სისტემასი. როგორც ერთ ძველი გამოთქმა ღაღადებს - კადრები წყვეტენ ყველაფერს.

სასჯელაღსრულების სისტემაში არსებულ მდგომარეობასთან დაკავშირებით განმარტებისთვის, სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს დავუკავშირდით და შემდეგი პასუხი მივიღეთ:

- IDFI -ის მონაცემებით, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის ორმა სსიპ - მა, პრობაციის ეროვნულმა სააგენტომ და სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სასწავლო ცენტრმა, საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის კუთხით 100 პროცენტიანი შედეგი აჩვენა.

სისტემის ღიაობა, ასევე, აღიარა არასამათავრობო ორგანიზაციაახალგაზრდა ადვოკატებმა“ , სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროწლის ყველაზე კომუნიკაბელურ სამინისტროდდაასახელა და  შესაბამისი სიგელით დააჯილოდოვა.

რაც შეეხება სასჯელაღსრულების დეპარტამენტს, ის გახლავთ საქვეუწყებო დაწესებულება და საჯარო ინფორმაციის გაცემაზე გადაწყვეტილებას დამოუკიდებლად იღებს.

სასჯელაღსრულების დეპარტამენტს IDFI - თან  ქონდა სასამართლო პროცესი, რომელიც  სასჯელაღსრულების დეპარტამენტის  ყოფილ ადმინისტრაციას და მის მიერ განხორციელებულ ქმდებებს ეხებოდა, რასაც დღევანდელ რეალობას ვერ დავუკავშირებთ .

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს მიერ საჯარო ინფორმაციის გაცემის კუთხით, 2014 წელს კანონით გათვალისწინებულ ვადებში დაკმაყოფილდა სამინისტროში შემოსული თითქმის ყველა განცხადება, გარდაპერსონალურ მონაცემთა  დაცვის შესახებკანონით გათვლისწინებული ინფორმაციისა, რომლის გაცემაც უწყებას ეკრძალება.

მიუხედავად ზემოაღნიშნულისა, არ გამოვრიცხავთ, რომ გარკვეულ ხარვეზებს ჰქონდა ადგილი, თუმცა სისტემის ინსტიტუციური რეფორმა სწორედ იმისთვის ხორციელდება, რომ მსგავსი პრობლემები  აღმოიფხვრას.

მინისტრისა და მისი გუნდის ხედვაა, რომ სისტემის სპეციფიურობის გათვალისწინებით, კანონის ფარგლებში, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო იყოს  მაქსიმალურად ღია და გამჭვირვალე. ამისთვის კონკრეტული ნაბიჯები იდგმე და ეს უკვე თალსაჩინოცაა. რეფორმის ფარგლებში გათვალისწინებულია მინისტრთან არსებული საკონსულტაციო საბჭოს შექმნა, როგორც სისტემის გამჭვირვალობისა და საზოგადოებასთან მუდმივი დიალოგის გარანტი.

საზოგადოებისთვისაც აშკარაა, რომ სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი უკვე სრულად აკონტროლებს და შესაბამისად, მართავს პენიტენციურ სისტემას. ამის დასტურია თუნდაც ის, რომ  სამინისტროში მოსვლიდან დღემდე მისი ინციატივითსასჯელაღსრულების დეპარტამენტის ხელმძღვანელობასა და დაწესებულებებში განხორციელდა ფართომასშტაბიანი საკადრო ცვლილებები, თანამდებობიდან გათავისუფლდა 11 ციხის დირქტორი, სამმართველოების უფროსები და .ზემოხსენებული ცხადყოფსრომ დე ფაქტო მართვის პრობლემა დღეს  არ არსებობს, მაგრამ დე იურე, რიგი საკითხები მოსაწესრიგებელია.

სამართლებრივად სად- აქვს ფართო ავტონომია, დელეგირებული სამსახურებისამინისტროსთან დუბლირებული უწყებები, რაც მართვის სიტემას ტლანქს ხდის. ესაა მოძველებული საბჭოური მოდელი, რომლიც დაუყოვნებლივ შესაცვლელია.

იმისთვის, რომ სისტემა გახდეს ფუნდამენტურად სტაბილური, პიროვნებებზე და სხადასხვა გარე ფაქტორებზე არ იყოს დამოკიდებული, იყოს გამართული მექანიზმი, რომელიც არ დაექვემდბარება არც პოლიტიკურ და არც სხვა სახის რყევებს, საჭიროა საძირკვლის შექმნა. სწორედ  ეს ქვაკუთხედია ის ინსიტიუციური რეფორმა, რომელიც სისტემაში გიორგი მღბერიშვილის ინიციატივით დაიწყო,მომზადდა საკანონმდებლო ცვლებების პაკეტი და ეს უკანაკნელი უკვე საპარლამენტო განხილვის საგანია. შედეგად, უახლოეს მოავალში სასჯელაღსრულების დეპარტამენტს გაუქმდება საქვეუწყებო სტატუსი და რიგითი დეპარტამენტის სახით ინტეგრირდება სამინისტროში.

კერძოდ, რეფორმის შედეგად:

- ასჯელაღსრულების სისტემა თანამედროვე, ეფექტიანი, მოქნილი, ერთიანი  მართვის მოდელზე გადავა, რაც გულისხმობს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ინტეგრირებას სამინისტროსთან და მინისტრისთვის სრულად დაქვემდებარებას;

- გაიზრდება სისტემის თანამშრომელთა სოციალური და სამართლებრივი გარანტიები;

- უსაფრთხოების სტანდარტისა და მართვის გაუმჯობესების  მიზნით, 2017 წლის იანვრამდე სასჯელაღსრულების სისტემის  მთელი პერსონალი სახელმწიფოს ხარჯზე გადამზადება, ხოლო  კონკურსით შერჩეული ახალი კადრები მუშაობას  მხოლოდ სპეციალური სასწავლო კურსის გავლის შემდეგ დაიწყებენ;

- რეფორმა ითვალისწინებს სამინისტროს უსაფრთხოების სამსახურების მუშაობის თანამედროვე მეთოდოლოგიასა და სტარდატებზე გადასვლას;

- იგეგმება  სოციალური სამსახურის მოდერნიზაცია, მსჯავრდებულთა რესოციალიზაციისა და რებილიტაციის  ახალი პროგრამების დანერგვა და განვითარება.

რეფორმის შედეგად ჩვენ მივიღებთ ერთიან ძლიერ უწყებას, რომელიც დაექვემდებარება სრულ სამოქალაქო და პოლიტიკურ კონტროლს. ჩვენი მიზანია კვალიფიციური პერსონალი, უსაფრთხო გარემო და რეაბილიტირებული მსჯავრდებული.

გელა მამულაშვილი

გამოქვეყნდა გაზეთ "ქრონიკა პლუსში"

 

 

 

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2025 ყველა უფლება დაცულია