მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
ზაზა ხატიაშვილი: კანონში ცვლილების შემდეგ ადვოკატის ინსტიტუტი ისპობა - 23 აპრილი 2015

myrights.ge

საქართველოს პარლამენტის წინ, ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე ზაზა ხატიაშვილმა საპროტესტო აქცია გამართა.

აქცია უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციის შესახებ კანონპროექტს შეეებოდა, რომელიც ადვოკატის პროფესიულ საქმიანობაში უხეშად ჩარევის საშიშროებას ქმნის; ადვოკატთა კორპუსი მოუწოდებს პარლამენტის წევრებს დაიცვან ადვოკატის და კლიენტის ურთიერთობების დემოკრატიული ფასეულობები და ხმა რა მისცენ აღნიშნულ კანონპროექტს.

ზაზა ხატიაშვილმა აქციაზე განაცხადა: კანონში ცვლილების შემდეგ ადვოკატის ინსტიტუტი ისპობა. კერძოდ, ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსს შეუძლია ადვოკატს უთხრას, რომ კლიენტთან მან არ უნდა აწარმოოს საქმე და უნდა შეუჩეროს გარიგება. არგუმენტი კი მხოლოდ ის იქნება, რომ ფინანსური სამსახურის უფროსი ამას საჭიროდ მიიჩნევს. ეს არის ფეოდალიზმში დაბრუნება და მისი ინსტიტუტის რღვევა.

აღნიშნულთან დაკავშირებით, ზაზა ხატიაშვილმა პარლამენტში განცხადება შეიტანა და მოითხოვა, კანონმდებლებმა კანონში ცვლილებები არ განიხილონ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ადვოკატები ფართომასშტაბიან აქციებს დაიწყებენ.

პოპულარული სტატიები
საქართველო რუსული მონობისა და ევროპული თავისუფლების გზაჯვარედინზე
„არემჯის“ სოციალური პასუხისმგებლობა - მადლი ჰქენ, მარილიც მოაყარეო
ქალთა ახდენილი ოცნებები ბოლნისის ზრდასრულთა განათლების ცენტრში
 
ვიდეოები
ეროვნული ვალუტის შემოღების ისტორია 
Video screenshot
გამოკითხვა
 


სპონსორები

2025 ყველა უფლება დაცულია

Created by SPAR.GE | Hosting is provided by Internet Services LLC FINDDOMAIN.GE