მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
დავით სერგეენკო შრომის ინსპექციის ამოქმედებას ივნისიდან ვარაუდობს - 25 აპრილი 2015

myrights.ge

შრომის მინისტრის დავით სერგეენკოს განცხადებით, შრომის ინსპექცია ზაფხულიდან, დაახლოებით ივნისიდან ამოქმედდება. მისი თქმით, გადამზადებას პირველ ეტაპზე 25 ადამიანი გადის.

პირველ ეტაპზე ეს იქნება 25 ადამიანი. გადამზადების ხანგრძლივობა, თუ სწორად მახსოვს, თვე-ნახევარია. შესაბამისად, ზაფხულიდანვე, ალბათ ივნისიდან, მზად იქნებიან, ინსპექტირება დაიწყონ. ინსპექტირების ფორმატი სტანდარტული დოკუმენტია, რომელიც მოიცავს როგორც გარემოს უსაფრთხოებას, ასევე დამცავი საშუალებებით აღჭურვას. სპეციფიკა განასხვავებს მხოლოდ წარმოების ტიპს. მაგალითად, ეს არის რაიმე ნედლეულის მოპოვება თუ სამშენებლო. ეს ადამიანები შეფასებისთვის საერთაშორისო სტანდარტის Health Safety and Environment პროტოკოლს გამოიყენებენ, – ამბობს სერგეენკო.

მინისტრი ყველას არწმუნებს, რომ შრომის ინსპექცია ბიზნესს ხელს არ შეუშლის: „შრომის ინსპექცია, შრომის მიმართულება ამ ბოლო დროს ყველაზე აქტიური თემაა, ჩვენც სულ გვაქვს ამაზე შეხვედრები და გარწმუნებთ, რომ შრომის ინსპექცია ბიზნესს ხელს არ შეუშლის“.

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2025 ყველა უფლება დაცულია