მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
სახალხო დამცველი გურჯაანში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს - 27 აპრილი 2015

გამოვლინდეს ყველა პასუხისმგებელი პირი და სათანადო სამართლებრივი შედეგები დადგეს მათ მიმართ

myrights.ge

გურჯაანში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით სახალხო დამცველის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

მედიით გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ბოლო დღეების განმავლობაში გურჯაანშიქართული ოცნებისაქტივისტებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის თანამშრომლების მხრიდან ადგილი ჰქონდა ცალკეულ ძალადობრივ ქმედებებსერთიანი ნაციონალური მოძრაობიდანსაქართველოს პარლამენტის წევრებისა და მათი მხარდამჭერების მიმართ. სახალხო დამცველი გმობს ძალადობის ყოველგვარ გამოვლინებას და მოუწოდებს  შესაბამის ორგანოებს გამოიყენონ მათ ხელთ არსებული ყველა ზომა, რათა ადეკვატურად შეფასდეს მომხდარი, გამოვლინდეს ყველა პასუხისმგებელი პირი და სათანადო სამართლებრივი შედეგები დადგეს მათ მიმართ.

20 აპრილს გურჯაანის გამგეობის და საკრებულოს თანამშრომლები, კოალიციაქართული ოცნებისაქტივისტებთან ერთად, შეიჭრნენ გურჯაანის მაჟორიტარი დეპუტატის, გიორგი ღვინიაშვილის სამუშაო ოთახში დაერთიანი ნაციონალური მოძრაობისსხვა წევრებთან ერთად შენობის დატოვება აიძულეს. დაპირისპირებასქართული ოცნებისმხარდამჭერებსა დაერთიანი ნაციონალური მოძრაობისმხარდამჭერებს შორის 21 აპრილს, გურჯაანის სპორტული კომპლექსის ტერიტორიაზეც ჰქონდა ადგილი. მომდევნო დღეს, 22 აპრილს ადგილობრივი თვითმმართველობის შენობაში შეკრებილმაქართული ოცნებისაქტივისტებმა, მათ შორის ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების თანამშრომლებმა გურჯაანის მაჟორიტარ დეპუტატს გიორგი ღვინიაშვილს, პარლამენტის წევრს ირმა ნადირაშვილს და მათთან ერთად მყოფ პირებს კვერცხები ესროლეს.

სამწუხაროდ, პოლიტიკური ნიშნით მსგავსი დაპირისპირება ბოლო პერიოდში იშვიათი მოვლენა არ არის. მნიშნელოვანია, თითოეული ასეთი ფაქტის ძალზე დროული და ეფექტური გამოძიება, ხოლო გამოძიების შედეგებისა და გატარებული ზომების შესახებ საზოგადოების ინფორმირება. წინააღმდეგ შემთხვევაში, ხელისუფლებას გაუჭირდება შეაკავოს მსგავსი ფაქტების განმეორება, არაეფექტური სისხლისსამართლებრივი პოლიტიკა შესაძლოა ერთერთი წამახალისებელი ფაქტორი აღმოჩნდეს.

ამავდროულად, 20 და 22 აპრილს გურჯაანში მომხდარი ინციდენტების შესწავლისას მნიშვნელოვანია განსაკუთრებული ყურადღება მიექცეს სამართალდამცავთა როლსრამდენად ეფექტურად განახორციელეს საკუთარი საქმიანობა და რამ შეუშალათ ხელი ძალადობრივი ქმედებების პრევენციაში.

სამწუხაროდ, ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც თვითმმართველობის ორგანოებისა თუ მათ მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების თანამშრომლები აქტიურად არიან ჩართულნი ოპოზიციურ პარტიასთან დაპირისპირებაში. სახალხო დამცველი მანამდე არაერთხელ მიუთითებდა ასეთ ინციდენტებში ადგილობრივი თვითმმართველობის თანამშრომლების მონაწილეობის უარყოფით მხარეებზე, მათ შორის თვითმმართველობის ორგანოების პოლიტიკურად ნეიტრალური და მიუკერძოებელი საქმიანობის ეჭვის ქვეშ დაყენების შესახებ. აღნიშნული საკითხი დაუყოვნებლივ მოგვარებას საჭიროებს.

თუ ცალკეული პირების ქმედებებში არ იკვეთება სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები, აუცილებელია მოხდეს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ჭრილში გარემოებების შეფასება. ასევე, თუ ცალკეული საჯარო მოხელეების კონკრეტული ქმედება სისხლის სამართლის დანაშაულს ან ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას არ წარმოადგენს, უნდა შეფასდეს, ხომ არ წარმოადგენდა აღნიშნული დისციპლინურ გადაცდომას. საქართველოს სახალხო დამცველი დააკვირდება ზემოაღნიშნულ ინციდენტებზე რეაგირებას ყველა პასუხისმგებელი უწყების მხრიდან“, - ნათქვამია ომბუდსმენის განცხადებაში. 

 

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2025 ყველა უფლება დაცულია