მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
C ჰეპატიტის სამკურნალო მედიკამენტი 34-მა პაციენტმა მიიღო - 15 მაისი 2015

myrights.ge

ჯანდაცვის სამინისტროს ონფორმაციით, პაციენტები, რომლებიც C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამაში ჩასართავად აუცილებელ ყველა კრიტერიუმს აკმაყოფილებდნენ, მედიკამენტი (სოფოსბუვირი) უსასყიდლოდ გადაეცათ.

პირველ ეტაპზე ჩასართავი 5000 პაციენტიდან მედიკამენტს 34 მიიღებს. ეს ის ბენეფიციარებია, რომლებმაც ყველა საჭირო კვლევა ჩაიტარეს და მათი ღვიძლის მდგომარეობა კრიტიკულია. კომისიის შემდეგი სხდომა ამ კვირაში გაიმართება. რის შემდეგაც სხვა პაციენტებიც მიიღებენ მედიკამენტს.

მედიკამენტების გაცემა ერთდროულად ოთხ კლინიკაში მიმდინარეობს:

1. ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრი ( ალ. ყაზბეგის 16)

2. „ჰეპა" (ლუბლიანას 18/20)

3. „ნეოლაბი" (ნუცუბიძის . 8)

4. „მრჩეველი" (ალ.ყაზბეგის გამზ. #9)

პაციენტებს ერთ ჯერზე 1 თვის სამყოფი მედიკამენტი გადაეცემათ. მოქმედებს მონიტორინგის სისტემაც, რომლის მეშვეობითაც რისკები მინიმუმამდეა დაყვანილი, - აცხადებენ სამინისტროში.  

პოპულარული სტატიები
საქართველო რუსული მონობისა და ევროპული თავისუფლების გზაჯვარედინზე
„არემჯის“ სოციალური პასუხისმგებლობა - მადლი ჰქენ, მარილიც მოაყარეო
ქალთა ახდენილი ოცნებები ბოლნისის ზრდასრულთა განათლების ცენტრში
 
ვიდეოები
ეროვნული ვალუტის შემოღების ისტორია 
Video screenshot
გამოკითხვა
 


სპონსორები

2025 ყველა უფლება დაცულია

Created by SPAR.GE | Hosting is provided by Internet Services LLC FINDDOMAIN.GE