მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
ფონდი „ღია საზოგადოება საქართველო“ დაკავებულთა უფლებრივი მდგომარეობის ანგარიშს წარადგენს - 09 თებერვალი 2016

myrights.ge

10 თებერვალს, ოთხშაბათს, 10 საათზე ფონდი ღია საზოგადოება საქართველო სასტუმრო თბილისი მარიოტში დაკავებულთა უფლებრივი მდგომარეობის ამსახველ ანგარიშს წარადგენს.

ფონდი ღია საზოგადოება-საქართველოს  მიერ დაქირავებულმა დამოუკიდებელმა ექსპერტებმა  2014-2015 წლებში დაკავებულთა უფლებრივი მდგომარეობა შეისწავლეს და გამოვლენილი ხარვეზების საფუძველზე რეკომენდაციები შეიმუშავეს.

ექსპერტთა ჯგუფი 1 თვის განმავლობაში აკვირდებოდა  პოლიციის სამ დაწესებულებას თბილისში, ქუთაისსა და თელავში, მომდევნო 1 თვე კი პროცესის მონიტორინგს და პოლიციელთა და ადვოკატთა გამოკითხვას დაეთმო. პარალელურად ჩატარდა არსებული საჯარო ინფორმაციისა და კანონმდებლობის ანალიზი.

პოლიციის სამ დაწესებულებაში ორ თვიანი მონიტორინგის განხორციელების უფლება მკვლევარებს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის საფუძველზე მიეცათ.

ანალოგიური კვლევა ღია საზოგადოების ფონდებმა მოლდოვასა და უკრაინაშიც ჩაატარეს. 10 თებერვლის ღონისძიებაზე საქართველოს ანგარიშის პარალელურად, მოლდოვისა და უკრაინის ანგარიშების მცირე პრეზენტაციაც გაიმართება, რაც სამივე ქვეყანაში არსებული სიტუაციის შედარების საშუალებას იძლევა“ - აღნიშნულია ფონდის განცხადებაში. 

 

პოპულარული სტატიები
საქართველო რუსული მონობისა და ევროპული თავისუფლების გზაჯვარედინზე
„არემჯის“ სოციალური პასუხისმგებლობა - მადლი ჰქენ, მარილიც მოაყარეო
ქალთა ახდენილი ოცნებები ბოლნისის ზრდასრულთა განათლების ცენტრში
 
ვიდეოები
ეროვნული ვალუტის შემოღების ისტორია 
Video screenshot
გამოკითხვა
 


სპონსორები

2025 ყველა უფლება დაცულია

Created by SPAR.GE | Hosting is provided by Internet Services LLC FINDDOMAIN.GE