მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
ომბუდსმენი არასრულწლოვანთა მიმართ არასათანადო მოპყრობასთან დაკავშირებით მთავარ პროკურორს მიმართავს - 19 თებერვალი 2016

საუბარია 13 და 14 წლის არასრულწლოვნებზე, რომელთა დაცვა და მათ მიმართ სათანადო მოპყრობა სახელმწიფოს განსაკუთრებულ ვალდებულებას წარმოადგენს

myrights.ge

სახალხო დამცველი არასრულწლოვანთა მიმართ პოლიციის მხრიდან სავარაუდო არასათანადო მოპყრობასთან დაკავშირებით მთავარ პროკურორს წინადადებით მიმართავს.

- 2016 წლის 10 თებერვალს სახალხო დამცველმა გამოძიების დაწყების წინადადებით მიმართა საქართველოს მთავარ პროკურორს არასრულწლოვნების მიმართ სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლების მხრიდან შესაძლო არასათანადო მოპყრობის და სხვა კანონდარღვევის ფაქტებთან დაკავშირებით.

საკითხის შესწავლის მიზნით, სახალხო დამცველის რწმუნებულმა ახსნა-განმარტება ჩამოართვა არასრულწლოვნებს ..- და ..-. ასევე, ინფორმაცია გამოითხოვა შსს თერჯოლის პოლიციის მთავარი სამმართველოდან.

არასრულწლოვან ..- გადმოცემით, 2015 წლის 15 დეკემბერს, დაახლოებით 22:00 საათზე, იგი თავის მეგობრებთან ერთად იმყოფებოდა თერჯოლის ავტოსადგურზე, სადაც მათთან მივიდნენ პოლიციის თანამშრომლები, ავტომანქანაში ჩასვეს და შსს თერჯოლის პოლიციის მთავარ სამმართველოში წაიყვანეს. გზაში პოლიციელები მათ მაღაზიების გაქურდვის ფაქტების აღიარებას აიძულებდნენ, არწმუნებდნენ, რომ ისინი დანაშაულის ჩადენის დროს დაფიქსირებული იყვნენ ვიდეოკამერებზე. ასევე, ეკითხებოდნენ, ვინ მოიხმარდა მათ სოფლებში ნარკოტიკულ საშუალებებს. ემუქრებოდნენ ციხეში ჩასმით, სადაც გააუპატიურებდნენ.

..- გადმოცემით, ის პოლიციის შენობაში შეიყვანეს 2015 წლის 15 დეკემბერს დაახლოებით 22:00 საათზე, ხოლო გაათავისუფლეს 16 დეკემბერს დილის 06:00 საათზე. რვა საათის მანძილზე მათ ჩამორთმეული ჰქონდათ ტელეფონები და არ მისცეს ოჯახის წევრებთან დარეკვის საშუალება. ..- აღნიშნა, რომ ის შეიყვანეს ერთ-ერთ კაბინეტში, სადაც მიაყენეს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, გახადეს ტანსაცმელი, აიძულებდნენ მაღაზიის ქურდობის ფაქტის აღიარებას.

აღსანიშნავია, რომ საუბარია 13 და 14 წლის არასრულწლოვნებზე, რომელთა დაცვა და მათ მიმართ სათანადო მოპყრობა სახელმწიფოს განსაკუთრებულ ვალდებულებას წარმოადგენს, - აღნიშნულია მიმართვაში.

 

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2025 ყველა უფლება დაცულია