მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
პრემიერი იმედოვნებს, რომ ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლა რამდენიმე თვეში ამოქმედდება - 10 მარტი 2016

ეს არის ქვეყნისა და ხალხის ძალიან დიდი წარმატება

myrights.ge

ეს არის ჩვენი აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების ძალიან დიდი ძალისხმევისა და შრომის შედეგი და ეს არის ჩვენი მოქალაქეების მხარდაჭერის შედეგი, - ასე გამოეხმაურა საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ევროკომისიის ინიციატივას საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმის დაწესების შესახებ.

პრემიერ-მინისტრმა მადლობა გადაუხადა ევროკომისიას, საქართველოს მეგობრებსა და პარტნიორებს მხარდაჭერისა და ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის. მანვე იმედი გამოთქვა, რომ პროცესი დაჩქარებულად წარიმართება და ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლა რამდენიმე თვეში ამოქმედდება.

ევროკომისია გამოვიდა საკანონმდებლო ინიციატივით საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმის დაწესების შესახებ. ეს არის მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯი და ჩვენი ქვეყნისა და ხალხის ძალიან დიდი წარმატება. მინდა, მადლობა გადავუხადო ჩვენს მეგობრებს, ჩვენი ქვეყნის პარტნიორებს, ყველას, ვინც უმნიშვნელოვანესი წვლილი შეიტანა ამ პროცესის ასე პოზიტიურად წარმართვაში. ამ ინიციატივას მოჰყვება განხილვა ერთდროულად ორივე ინსტიტუციაში - ევროკავშირის საბჭოსა და ევროპარლამენტში და რამდენიმე თვეში პროცესი წარმატებით დასრულდება. უნდა ვიქონიოთ იმედი, რომ ეს პროცესი ჩქარა წარიმართება. მადლობა მინდა გადავუხადო ევროკომისარს საკანონმდებლო ინიციატივის ინიცირებისთვის, საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესის საფუძველზე და რა თქმა უნდა, ევროკომისიას ნაყოფიერი თანამშრომლობისა და მხარდაჭერისთვის," - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომის დაწყების წინ.

ინფორმაციას პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური ავრცელებს

ასევე იხილეთ ვიდეობმული:

https://www.youtube.com/watch?v=NADxpP90a7Q


პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2025 ყველა უფლება დაცულია