მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
სამოქალაქო საზოგადოებამ კამპანია „ეს შენ გეხება“ განაახლა - 23 მარტი 2016

myrights.ge 

მას შემდეგ, რაც პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები გავრცელდა, სამოქალაქო საზოგადოებამ კამპანია ეს შენ გეხება განაახლა.

ფარული თვალთვალისა და უკანონო მოსმენების წინააღმდეგ დაწყებული კამპანიის ფარგლებში ეს შენ გეხებას წევრი უფლებადამცველი ორგანიზაციების უმთავრესი მოთხოვნა ფარული თვალთვალისა და მიყურადების მარეგულირებელი კანონმდებლობის შეცვლა და დამოუკიდებელი საგამოძიებო ორგანოს შექმნაა, რომელიც სამართალდამცავთა დანაშაულებს ობიექტურად გამოიძიებს.

ეს შენ გეხებას წევრი ორგანიზაციები მზად არიან შეხვედრები დაიწყონ ყველა იმ პოლიტიკურ ძალასთან, ვინც მხარს უჭერს უკანონო თვალთვალის შესახებ კანონმდებლობის შეცვლის და დამოუკიდებელი საგამოძიებო ორგანოს შექმნის ინიციატივას.

ეს შენ გეხება- წევრი ორგანიზაციები პოლიტიკურ პარტიებს ამ ინიციატივის საარჩევნო პროგრამებში გათვალისწინებას და პარლამენტში წინადადების წარდგენის პროცესში მხარდაჭერას თხოვენ“, - აღნიშნულია განცხადებაში. 


პოპულარული სტატიები
საქართველო რუსული მონობისა და ევროპული თავისუფლების გზაჯვარედინზე
„არემჯის“ სოციალური პასუხისმგებლობა - მადლი ჰქენ, მარილიც მოაყარეო
ქალთა ახდენილი ოცნებები ბოლნისის ზრდასრულთა განათლების ცენტრში
 
ვიდეოები
ეროვნული ვალუტის შემოღების ისტორია 
Video screenshot
გამოკითხვა
 


სპონსორები

2025 ყველა უფლება დაცულია

Created by SPAR.GE | Hosting is provided by Internet Services LLC FINDDOMAIN.GE