მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
მაჟორიტარული ოლქების საზღვრებზე ცესკოს პროექტს დიპლომატები გაეცნენ - 30 მარტი 2016

myrights.ge

საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური მისიებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები, 2016 წლის საქართველოს პარლამენტის მორიგი არჩევნებისთვის თბილისის, რუსთავის, ქუთაისისა და ბათუმის ადგილობრივი მაჟორიტარული ოლქების საზღვრების შესახებ საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ შემუშავებულ პროექტს გაეცნენ

ცესკოს თავმჯდომარე თამარ ჟვანია შეხვედრის მონაწილეებს დეტალურად ესაუბრა პროექტის შემუშავების პროცესში გაწეულ საქმიანობებზე, რაც მოიცავს ინფორმაციას ოლქებში შემავალი ტერიტორიების დაყოფის პრინციპების შესახებ და ამომრჩეველთა შესაბამის რაოდენობებზე, 30 მაჟორიტარული ოლქისთვის.

თამარ ჟვანიამ შეხვედრის შეფასებისას ჟურნალისტებთან საუბარში აღნიშნა, რომ ეს იყო უმნიშვნელოვანესი პრეზენტაცია, ვინაიდან საარჩევნო ადმინისტრაციისთვის ყოველთვის არსებითია, მისი საქმიანობა იყოს მაქსიმალურად გამჭვირვალე და საარჩევნო პროცესებში ჩართული ყველა მხარე სრულად იყოს ინფორმირებული ცესკოში მიმდინარე აქტივობების შესახებ, -

უმთავრესია, რომ დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებმა მიიღეს ინფორმაცია თუ როგორ იმუშავა საარჩევნო ადმინისტრაციამ საზღვრებზე, რამდენად გავითვალისწინეთ, და რა თქმა უნდა, მაქსიმალურად გავითვალისწინეთ საერთაშორისო სტანდარტები, საკონსტიტუციო სასამართლოს და კანონმდებლობის მოთხოვნები,“ - განაცხადა ცესკოს თავმჯდომარემ

შეხვედრაზე მიღებული ინფორმაციის შესახებ შეფასებები ასევე გააკეთა აშშ- საელჩოს მისიის ხელმძღვანელის მოადგილე ნიკოლას ბერლინერმა, -

ეს არის პროცესი რომელშიც, არასამთავრობო ორგანიზაციებსა და პოლიტიკურ პარტიებს საშუალება ეძლევათ საკუთარი შეხედულებები წარმოადგინონ. რა თქმა უნდა, ჩვენთვის მთავარია, რომ წესები იყოს დაცული და სამართლიანი და თავისუფალი არჩევნები ჩატარდეს. საქართველოსთვის დიდი მიღწევა იქნება მოახდინოს უკვე არსებული პროგრესის კონსოლიდირება. შეხვედრა საინფორმაციო ხასიათს ატარებდა და ვილაპარაკეთ მაჟორიტარული ოლქების დაყოფაზე, რაც საარჩევნო ადმინისტრაციისთვის მნიშვნელოვანი პროცესია, ის ასევე გავლენას ახდენს არჩევნებზე. ჩვენ მოგვაწოდეს ინფორმაცია, როგორ მიიღეს გადაწყვეტილებები, როგორ დაყვეს უბნები, რაც მოვისმინეთ - იმედისმომცემია,“ - განუცხადა ნიკოლას ბერლინერმა ჟურნალისტებს.

შეგახსენებთ, რომ ეს იყო რიგით მეოთხე საინფორმაციო შეხვედრა საზღვრებთან დაკავშირებით. ცესკომ საკუთარი საქმიანობა მაჟორიტარული ოლქების საზღვრების შესახებ უკვე 14 მარტიდან გაასაჯაროვა და გამართა სამუშაო შეხვედრები პოლიტიკური პარტიების, ასევე არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებთან.

დღევანდელ შეხვედრას აშშ-, საფრანგეთის, ბულგარეთის, უკრაინის, იტალიის, ბრაზილიის, რუმინეთის, უნგრეთის, ნიდერლანდების, ჩეხეთის, ჩინეთის, შვედეთის, თურქეთის და ყატარის დიპლომატიური მისიების წარმომადგენლებთან ერთად ასევე ესწრებოდნენ საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის (IFES), ევროპის საბჭოს (Council of Europe), საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობისსაერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) და ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) წარმომადგენლები.  

* * *

საარჩევნო კოდექსის შესაბამისად, საქართველოს პარლამენტის არჩევნებისთვის უკვე დადგენილია 43 მაჟორიტარული საარჩევნო ოლქის საზღვრები; ხოლო თბილისის, ქუთაისის, ბათუმის, რუსთავისა და კანონით განსაზღვრული შესაბამისი ადგილობრივი ტერიტორიული ერთეულების ფარგლებში, საქართველოს პარლამენტის არჩევნებისთვის ერთმანდატიან მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქებს ქმნის და მათ საზღვრებს ადგენს ცესკოკანონმდებლობის მიხედვით, ცესკომ თავისი კომპეტენციის ფარგლებში მაჟორიტარული საარჩევნო ოლქები უნდა შექმნას და მათი საზღვრები და ნომრები განსაზღვროს არაუგვიანეს 2016 წლის 1 აპრილისა.

 

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2025 ყველა უფლება დაცულია