მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
საარჩევნო კომისიის წევრებმა ეთიკის კოდექსს ხელი მოაწერეს - 14 მაისი 2016

myrights.ge

14 მაისს, 7 საოლქო საარჩევნო კომისიის (91 წევრი) და მათში შემავალი 45 საუბნო საარჩევნო კომისიის  წევრებმა (583 წევრი), ეთიკის კოდექსს ერთდროულად მოაწერეს ხელი.

კანონის უზენაესობა, პატივისცემა, სამართლიანობა, დამოუკიდებლობა და მიუკერძოებლობა, პროფესიონალური ქცევა - ეთიკის კოდექსის ძირითადი პრინციპებია.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ შემუშავებული ეთიკის კოდექსი შემდეგ ნორმებს აერთიანებს:

კანონის პატივისცემა

სამართლიანობა, მიუკერძოებლობა

გამჭვირვალობა

პროფესიონალიზმი

კოდექსზე ხელისმომწერი კომისიების წევრები თანხმდებიან, უზრუნველყონ კანონმდებლობის ზუსტი და თანმიმდევრული განხორციელება, ფუნქციების შესრულებისას იყვნენ მიუკერძოებლები და უზრუნველყონ საარჩევნო სუბიექტების, ამომრჩევლებისა და საარჩევნო პროცესში მონაწილე სხვა პირთათვის თანაბარი და სამართლიანი გარემო“, - აღმნიშნულია ცესკოს განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ 22 მაისს, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს, საკრებულოების შუალედური არჩევნები იმართება თბილისის (გლდანი), გარდაბნის (კალინინო და ყარაჯალარის თემები); კასპის (მეტეხის თემი); წყალტუბოს (სოფელ წყალტუბოს თემი); ქალაქ ოზურგეთის და ოზურგეთის (დაბა ნასაკირალის თემი), ხობის (ყულევის თემი) და ზუგდიდის (კორცხელის თემი) მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქებში.

 

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2025 ყველა უფლება დაცულია