myrights.ge
momxmarebeli.ge-ს კონკურსში გამარჯვებული ჟურნალისტური ნამუშევრებია:
სატელევიზიო გადაცემის ნომინაციაში: თიკო ფეიქრიშვილი, ტელეკომპანია იმედის გადაცემა "რისკფაქტორის" გამოშვება თემაზე "შხამი საბავშვო ოთახში" (ეთერში გავიდა 2015 წლის 22 ნოემბერს);
რადიო-გადაცემის ნომინაციაში:
თამარ დადიანიძე, საზოგადოებრივი რადიო 1-ის გადაცემა "შტრიხ-კოდის" გამოშვება თემაზე "აგრესიული მარკეტინგი და მომხმარებელთა უფლებები" (ეთერში გავიდა 2016 წლის 24 მარტს);
ანა ჭეიშვილი, ქეთევან ბერძენიშვილი, რადიო "ძველი ქალაქის" გადაცემა მომხმარებელთა უფლებების შესახებ (ეთერში გავიდა 2016 წლის 29 მარტს);
ბეჭდური მედიის ნომინაციაში:
თინათინ ოსმანოვა, გვანცა ღვედაშვილი, გაზეთ "რეზონანსის" 2016 წლის 21 მარტის ნომერში გამოქვეყნებული სტატია "რა შემთხვევაში დაგიბრუნებენ დაწუნებულ პროდუქციას";
სალომე კიპაროიძე, გაზეთ "Prime Time"-ის 21 მარტის ნომერში გამოქვეყნებული სტატია "მომხმარებლების უფლებები";
ელზა წიკლაური, გაზეთ "რეზონანსის" 2016 წლის 15 მარტის ნომერში გამოქვეყნებული სტატია "გამაგრილებელი სასმელებით მოწამლული საქართველო".
ინტერნეტ მედია-ნამუშევრის ნომინაციაში:
გერა მამულაშვილი, სტატია "რატომ არ არის საქართველოში დაცული მომხმარებლების უფლებები?" (გამოქვეყნდა საიტზე myrights.ge 2016 წლის 29 მარტს);
ლიკა ჟორჟოლიანი, სტატია "Клиент всегда прав или как защищены права потребителя в Грузии" (გამოქვეყნდა საიტზე newcaucasus.com 2016 წლის 28 მარტს);
ქრისტინე მარაბიანი, სტატია "Фальсификация продуктов и методы борьбы против этого" (გამოქვეყნდა ჯავახეთის საინფორმაციო ცენტრის საიტზე 2016 წლის 16 მარტს).
გამარჯვებულ ჟურნალისტთა დაჯილდოების ცერემონია 17 მაისს, ექსპო-ჯორჯიას ტერიტორიაზე, რესტორანში "ტერასა" გაიმართა.
ცნობისთვის, "მომხმარებელი.ჯი"-ს გუნდი ახორციელებს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტს „ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ზეგავლენა ქართველ მომხარებლებზე და მათი ცნობიერების ამაღლება“ (Raising Awareness of local actors on Association Agreement Implications for Georgian Consumers).
პროექტის მიზანია საქართველოს რეგიონებში მოსახლეობის ინფორმირება იმის თაობაზე, თუ რა ზეგავლენას მოახდენს ასოცირების ხელშეკრულების შესრულება ქართველ მომხმარებელზე.
პროექტით გათვალისწინებულია ტრენინგები საზოგადოებრივი ორგანიზაციებისთვის, რეგიონული მედია საშუალებებისთვის და სკოლის პედაგოგებისთვის; კონკურსები მედიისთვის და სკოლის მოსწავლეებისთვის; მცირე გრანტები არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის.
ამ პროექტის ფარგლებში 2015 წლის 15 ოქტომბერს გამოცხადდა ჟურნალისტური ნამუშევრების კონკურსი მომხმარებელთა უფლებებზე.
კერძოდ, საკონკურსო მასალაში გაშუქებული უნდა ყოფილიყო საქართველოში მომხმარებელთა უფლებების დარღვევის ან ინტერესების შელახვის კონკრეტული შემთხვევა. განხილული ყოფილიყო ამ დარღვევის შესაძლო მიზეზები, შედეგები, აღმოფხვრის გზები/საშუალებები; საზოგადოების დამოკიდებულება და მოლოდინები ასეთი დარღვევებისადმი და მათი აღმოფხვრის სხვადასხვა საშუალებებისადმი; შეუწყობს თუ არა ხელს მდგომარეობის გაუმჯობესებას ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების ხელშეკრულების განხორციელება.
იხილეთ ბმული:
http://www.momxmarebeli.ge/?menu=304&rec=6640