მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილებით კორცხელის თემში შედეგები უცვლელი დარჩა - 24 მაისი 2016

myrights.ge

ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილებით, კორცხელის თემის #54- და #53- საარჩევნო უბნებზე 22 მაისის შუალედური არჩევნების შედეგები უცვლელი დარჩა.

23 მაისს, საოლქო საარჩევნო კომისიამ ბლოკიქართული ოცნებისწარმომადგენლის საჩივარი განიხილა. #53 საუბნო საარჩევნო კომისიის შემაჯამებელ ოქმს, სიებში ამომრჩეველთა ხელმოწერებთან დაკავშირებულ ხარვეზთან მიმართებაში, ასევე თან ერთვოდა ნაციონალური მოძრაობიდან საუბნო საარჩევნო კომისისიის წევრის განსხვავებული აზრი.

საოლქო საარჩევნო კომისიამ საჩივარი მხოლოდ გადათვლის ნაწილში დააკმაყოფილა.  გადათვლისას, ბიულეტენებისა და მიღებული ხმების რაოდენობა დადგინდა იგივე; ხოლო, ამომრჩეველთა ხელმოწერა ერთით მეტი აღმოჩნდა. შედეგად, საუბნო საარჩევნო კომისიის შემაჯამებელ ოქმში ამომრჩევლების ხელმოწერასთან დაკავშირებული ხარვეზი აღმოიფხვრა.

რაც შეეხება მომჩივანი მხარის მოთხოვნას, უბნის შედეგების ბათილად ცნობის თაობაზე, საოლქო საარჩევნო კომისიამ არ დააკმაყოფილა.

აღსანიშნავია, რომ ანალოგიურ საკითხზე საოლქო საარჩევნო კომისიაში საჩივარი წარდგენილი ჰქონდა ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას, რომლის დამკვირვებელმაც გადათვლის და უმნიშვნელო ხარვეზის აღმოფხვრის შემდგომ, მოხსნა მოთხოვნა“, - აღნიშნულია ცესკოს ინფორმაციაში. 


პოპულარული სტატიები
საქართველო რუსული მონობისა და ევროპული თავისუფლების გზაჯვარედინზე
„არემჯის“ სოციალური პასუხისმგებლობა - მადლი ჰქენ, მარილიც მოაყარეო
ქალთა ახდენილი ოცნებები ბოლნისის ზრდასრულთა განათლების ცენტრში
 
ვიდეოები
ეროვნული ვალუტის შემოღების ისტორია 
Video screenshot
გამოკითხვა
 


სპონსორები

2025 ყველა უფლება დაცულია

Created by SPAR.GE | Hosting is provided by Internet Services LLC FINDDOMAIN.GE