მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
ცესკოს განცხადება ამომრჩეველთა მონაცემების დადგენის თაობაზე - 29 ივნისი 2016

myrights.ge 

ცენტრალურ საარჩევნო კომისიას (ცესკო) ამომრჩევლებმა მიმართეს კითხვით და მიაწოდეს ინფორმაცია, რომ კონკრეტული პირები საარჩევნო ადმინისტრაციის სახელით, კარდაკარ შემოვლით ახდენენ ამომრჩევლების მონაცემების მოპოვებასა და დადგენას.

"განვმარტავთ, რომ საარჩევნო ადმინისტრაცია ამ ეტაპზე მსგავს აქტივობას არ ახორციელებს და არ აწარმოებს ამომრჩეველთა მონაცემების შემოწმებას.

აღსანიშნავია, რომ საუბნო საარჩევნო კომისიები ფუნქციონირებას დაიწყებენ კენჭისყრის დღემდე (8 ოქტომბერი) ერთი თვით ადრე; რის შემდეგაც ისინი უფლებამოსილების ფარგლებში განახორციელებენ დადგენილ პროცედურებს. ამასთან, ამომრჩეველთან ურთიერთობისას საარჩევნო კომისიის წევრობის დამადასტურებელი მოწმობა იქნება წარდგენილი.  

ცესკო მადლობას უხდის ამომრჩევლებს აქტიურობისა და თანამშრომლობისთვის", - აღნიშნულია განცხადებაში.   

პოპულარული სტატიები
საქართველო რუსული მონობისა და ევროპული თავისუფლების გზაჯვარედინზე
„არემჯის“ სოციალური პასუხისმგებლობა - მადლი ჰქენ, მარილიც მოაყარეო
ქალთა ახდენილი ოცნებები ბოლნისის ზრდასრულთა განათლების ცენტრში
 
ვიდეოები
ეროვნული ვალუტის შემოღების ისტორია 
Video screenshot
გამოკითხვა
 


სპონსორები

2025 ყველა უფლება დაცულია

Created by SPAR.GE | Hosting is provided by Internet Services LLC FINDDOMAIN.GE