მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
ევროპის საბჭო საქართველოში ახალ საარჩევნო პროექტს ახორციელებს - 12 ივლისი 2016

myrights.ge

2016, 2017 და 2018 წლების არჩევნების მხარდასაჭერად ევროპის საბჭო (CoE) ახალ პროგრამას ახორციელებს

საარჩევნო პროგრამა, ევროპის საბჭოს 2016-2019 წლების სამოქმედო გეგმის ნაწილია და მიზნად ისახავს საარჩევნო ადმინისტრაციის აღმასრულებელი, ფუნქციონალური და მენეჯერული შესაძლებლობების გაძლიერებას.

ამ პროგრამის ფარგლებში ცენტრალური საარჩევნო კომისია (ცესკო) საერთაშორისო ორგანიზაციის მხრიდან პირველად მიიღებს მიზნობრივ გრანტს, რომელიც ცესკოს პროექტისსაარჩევნო განვითარების სკოლისგანხორციელებას მოხმარდება.

პროგრამის ოფიციალური პრეზენტაცია დღეს საქართველოში ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელმა კრისტიან ურსემ და საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ თამარ ჟვანიამ გახსნეს.

წელს პირველად ცესკო იღებს პირდაპირი წესით გრანტს სააარჩევნო განვითარების სკოლებისთვის, რომელიც 20 მუნიციპალიტეტში გაიხსნება და ეს იქნება სკოლები ახალგაზრდებისთვის, რომლებიც მიიღებენ საარჩევნო განათლებას. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი, რაც ახალგაზრდების საპარლამენტო არჩევნებში ჩართულობას შეუწყობს ხელს,“ - განაცხადა თამარ ჟვანიამ ჟურნალისტებთან საუბრისას.

როგორც კრისტიან ურსემ განაცხადა - „საარჩევნო პროექტი, რომელსაც განახორციელებს ევროპის საბჭო 2016 წლის საპარლამენტო, 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის და 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების დროს, საქართველოს  მხარდაჭერას გულისხმობს. ამ მხრივ ჩვენი მთავარი პარტნიორები იქნებიან საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია და სახელმწიფო აუდიტის სამსახური, ისინი ერთად უზრუნველყოფენ არჩევნების წარმატებით და გამჭვირვალედ ჩატარებას“.

საარჩევნო ადმინისტრაციასთან თანამშრომლობის გარდა, ევროპის საბჭოს პროგრამა წინასაარჩევნო კამპანიის დაფინანსების გამჭვირვალობის უზრუნველსაყოფად სახელმწიფო აუდიტის სამსახურთან თანამშრომლობას და არჩევნების პროფესიული დაკვირვების კუთხით ადგილობრივი დამკვირვებლების მომზადებასაც ითვალისწინებს. ასევე პრიორიტეტებს შორისაა პოლიტიკაში ქალთა ჩართულობის ზრდა, ცნობიერების გაზრდა ეროვნულ უმცირესობებსა და ახალგაზრდებში, აგრეთვე მედიის პლურალიზმის ხელშეწყობა არჩევნების პროფესიულად გაშუქების მიზნით რეგიონული მედიისთვის დახმარების გაწევის საშუალებით.  

ასევე იხილეთ ვიდეობმული:

https://www.youtube.com/watch?v=QNBH29-2dbQ

 

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2025 ყველა უფლება დაცულია