მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
ცესკოს თავმჯდომარე პოლიტიკური პარტიების, არასამთავრობო ორგანიზაციების და საოლქო საარჩევნო კომისიების წარმომადგენლებს შეხვდა - 25 ივლისი 2016

myrights.ge

ცესკოს თავმჯდომარე თამარ ჟვანია კახეთში პოლიტიკური პარტიების, არასამთავრობო ორგანიზაციების და ძირითადი და დამხმარე საოლქო საარჩევნო კომისიების წარმომადგენლებს შეხვდა. თელავში გამართულ სამუშაო შეხვედრაზე, ძირითადი და დამხმარე საოლქო საარჩევნო კომისიების ინსტრუქციები და ზოგადად საკანონმდებლო სიახლეები განხილვის მთავარი თემები იყო.

ჩვენი დისკუსია საკანონმდებლო სიახლეებს შეეხება და ვფიქრობ ასეთი შეხვედრები, რეგიონული განხილვები პოლიტიკურ პარტიებთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან არის ძალიან მნიშვნელოვანი საარჩევნო ადმინისტრაციისთვის და ზოგადად მთლიანად საარჩევნო პროცესისთვის, რაც ხელს უწყობს ამ პროცესების ერთგვაროვან აღქმას და, რა თქმა უნდა, ურთიერთთანამშრომლობას, - განაცხადა თამარ ჟვანიამ ჟურნალისტებთან საუბრისას

მსგავსი ტიპის შეხვედრები უკვე შედგა ქუთაისში და ბათუმში, სადაც აღნიშნული საკითხები იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმის, სამეგრელოს, აჭარისა და გურიის რეგიონების არასამთავრობო ორგანიზაციებისა და პოლიტიკური პარტიების, აგრეთვე აღნიშნული რეგიონების ძირითადი და დამხმარე საოლქო საარჩევნო კომისიების წევრებთან განიხილეს.   

 

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2025 ყველა უფლება დაცულია