მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
20 მუნიციპალიტეტში საარჩევნო განვითარების სკოლები გაიხსნა - 26 ივლისი 2016

myrights.ge

20 მუნიციპალიტეტში საარჩევნო განვითარების სკოლები ერთდროულად გაიხსნა; 500-მდე ახალგაზრდა საარჩევნო საკითხებზე მიიღებს ცოდნას.

თელავში სკოლის მონაწილეებს დღეს ცესკოს თავმჯდომარე თამარ ჟვანია მიესალმა. გურჯაანში კი კურსი ცესკოს თავმჯდომარის მოადგილე გიორგი შარაბიძემ გახსნა.

წელს ამ პროექტს ევროსაბჭოსა (CoE) და საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის (IFES) მხარდაჭერით ვახორციელებთ. ახალგაზრდები, საარჩევნო საკითხებზე 10-დღიან სასწავლო კურსს გაივლიან და ვთვლი, რომ მათი მონაწილეობა საარჩევნო პროცესებში, საზოგადოებრივ ცხოვრებაში მათი აქტიური ჩართვა და მათი სამოქალაქო, საარჩევნო ცნობიერების ზრდა არის სწორი გზა, რომელიც ჩვენს ქვეყანას და ჩვენს ხალხს  წარმატებას მოუტანს,“- აღნიშნა თამარ ჟვანიამ ჟურნალისტებთან საუბრისას.

ცესკომ, პროექტისაარჩევნო განვითარების სკოლა“ 2015 წელს 10 საარჩევნო ოლქში დაიწყო. ახალგაზრდების დიდი ინტერესის გამო, 2015 წელს ერთის მაგივრად სამი კურსი ჩატარდა. პროექტის წარმატებით განხორციელების შემდეგ, სკოლების რაოდენობა წელს გაორმაგდა და  სწავლება 20 მუნიციპალიტეტში (გურჯაანში, სიღნაღში, თელავში, რუსთავში, გარდაბანში, მარნეულში, დუშეთში, გორში, ბორჯომში, ახალციხეში, ამბროლაურში, საჩხერეში, ზესტაფონში, ქუთაისში, ოზურგეთში, სენაკში, ზუგდიდში, ფოთში, ბათუმსა და ქობულეთში) ტარდება.

ცენტრალური საარჩევნო კომისია გეგმავს, რომ პროექტი გაფართოვდეს და მოიცვას მთელი საქართველო, რაც საარჩევნო ადმინისტრაციის წარმომადგენლებს საშუალებას მისცემს, უფრო მეტ ახალგაზრდას გაუზიარონ საკუთარი პროფესიული გამოცდილება.

ასევე იხილეთ ვიდეობმული:

https://www.youtube.com/watch?v=BBAXoh-9kFY

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2025 ყველა უფლება დაცულია