მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
არჩევნების უსაფრთხოების საკითხებზე სამუშაო შეხვედრა გაიმართა - 02 აგვისტო 2016

myrights.ge

დღეს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში არჩევნების უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიმართულებით სამუშაო შეხვედრა გაიმართა, რომელშიც ცესკოს, სწავლების ცენტრის, შინაგან საქმეთა სამინისტროს და საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის (IFES) ხელმძღვანელი პირები და ექსპერტები მონაწილეობდნენ.

შეხვედრას ექსპერტი საარჩევნო უსაფრთხოების საკითხებში და IFES-ის აზია-წყნარი ოკეანის რეგიონული დირექტორი ვასუ მოჰანი უძღვებოდა. მონაწილეებმა არჩევნების უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიმართულებით სახელმძღვანელო ინსტრუქციის კონცეფცია განიხილეს.

ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი წამოწყება. ჩვენი მიზანია ინსტიტუციებმა შეიმუშაონ სახელმძღვანელოები, ინსტრუქციები, რომელშიც აღწერილი იქნება არჩევნების და უსაფრთხოების საერთაშორისო სტანდარტები. დღევანდელი შეხვედრა არის მხოლოდ დასაწყისი. ჩვენ ერთობლივად ვიმუშავებთ იმისათვის, რომ 2016 წლის არჩევნები იყოს უსაფრთხო, გამჭვირვალე, სამართლიანი და ყველა საერთაშორისო სტანდარტის შესაბამისი“,- განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ ცესკოს თავმჯდომარის მოადგილე გიორგი შარაბიძემ.

სახელმძღვანელოს საარჩევნო ადმინისტრაციისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები შეიმუშავებენ, რომლებმაც 28-29 ივლისს უსაფრთხოების საკითხებზე  ტრენინგი გაიარეს.

სამუშაო შეხვედრა ცესკოს ინიციატივით, შინაგან საქმეთა სამინისტროსთან თანამშრომლობით და საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის (IFES) მხარდაჭერით გაიმართა.

 

პოპულარული სტატიები
საქართველო რუსული მონობისა და ევროპული თავისუფლების გზაჯვარედინზე
„არემჯის“ სოციალური პასუხისმგებლობა - მადლი ჰქენ, მარილიც მოაყარეო
ქალთა ახდენილი ოცნებები ბოლნისის ზრდასრულთა განათლების ცენტრში
 
ვიდეოები
ეროვნული ვალუტის შემოღების ისტორია 
Video screenshot
გამოკითხვა
 


სპონსორები

2025 ყველა უფლება დაცულია

Created by SPAR.GE | Hosting is provided by Internet Services LLC FINDDOMAIN.GE