მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
სახალხო დამცველი თელავში მომხდარ ინციდენტს ეხმაურება - 06 აგვისტო 2016

myrights.ge

სახალხო დამცველი შეშფოთებას გამოთქვამს 2016 წლის 4 აგვისტოს, ქალაქ თელავში, პარტიასოციალისტური საქართველოსწევრების  მიერ მოქალაქე ..-თვის  ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენების ფაქტთან დაკავშირებით.

მედია საშუალებების მიერ გავრცელებული ინფორმაციით აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა . .- შეკრებაზე დასწრების უფლება არ მისცა და საუბრის დროს, სახეში ხელი დაარტყა.

ჩვენ მიერ მოძიებული ინფორმაციით, ძალადობრივი ქმედების ჩამდენი პირი პოლიციამ დააკავა და წაუყენა ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 125- მუხლით.

კადრების მიხედვით, ინციდენტის მონაწილეები გამოირჩეოდნენ სიძულვილის ენითანც. სახალხო დამცველი გმობს მსგავს ძალადობრივ ქმედებებსსიძულვილის ენის გამოყენებას და მოუწოდებს სამართალდამცავ ორგანოებს თითოეულ ასეთ ფაქტზე მოახდინონ  დროული  რეაგირება და ძალადობრივი ქმედების სწორი სამართლებრივი კვალიფიკაცია.

ვინაიდან არჩევნების მოახლოებასთან ერთად მოსალოდნელია დაძაბულობის ზრდა, მოვუწოდებთ შინაგან საქმეთა სამინისტროს მაქსიმალურად უზრუნველყოს მსგავსი ძალადობრივი ქმედების პრევენცია და ითოულ ფაქტზე მოახდინოს კანონით განსაზღვრული რეაგირება, რათა არ გაჩნდეს დაუსჯელობის განცდა“, - აღნიშნულია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ 4 აგვისტოს ქალაქ თელავში, პარტია  „სოციალისტურ საქართველოს“ წევრები პარტიულ ყრილობას მართავდნენ თელავის სამუსიკო სასწავლებლის დარბაზში. სასაწავლებლის მიმდებარე ტერიტორიაზე საპირისპირო აქცია გამართეს ახალი პოლიტიკური ცენტრის  „გირჩის“ წარმოადგენლებმა, რასაც მოყვა დაპირისპირება.

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2025 ყველა უფლება დაცულია