მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
საია საარჩევნო პროცესებში ჩართულ მხარეებს სათანადო პასუხისმგებლობისკენ მოუწოდებს - 08 აგვისტო 2016

myrights.ge

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია საქართველოს პარლამენტის 2016 წლის 8 ოქტომბრის არჩევნების წინასაარჩევნო კამპანიის მონიტორინგს აგრძელებს. საიას განცხადებას უცვლელად გთავაზობთ.

ამჯერად გვსურს საზოგადოების ყურადღება გავამახვილოთ საქართველოს ორ ქალაქში, ბათუმსა და თელავში 4 აგვისტოს მომხდარ ინციდენტებზე და მოვუწოდოთ საარჩევნო პროცესებში ჩართულ მხარეებს, რომ გამოიჩინონ სათანადო პასუხისმგებლობა, ჯეროვნად შეასრულონ მათზე საქართველოს კანონმდებლობით დაკისრებული ვალდებულებები და ხელი შეუწყონ არჩევნების მშვიდ, სტაბილურ და ძალადობისაგან თავისუფალ გარემოში ჩატარებას.

პოლიტიკურ პარტიებს, მათ წარმომადგენლებსა და მხარდამჭერებს:

- პატივი სცენ და დაიცვან საქართველოს კანონმდებლობა, მათ შორის, თავისუფლების ქარტიით დადგენილი მოთხოვნები.

- არ წარმოადგინონ ისეთი საარჩევნო  პროგრამა, რომელიც შეიცავს ძალადობის პროპაგანდას, ეროვნული შუღლისა და მტრობისკენ მოწოდებას;

- უარი თქვან სიძულვილის ენის გამოყენებაზე, ქსენოფობიურ და ჰომოფობიურ განცხადებებზე;

- თავი შეიკავონ ნებისმიერი ტიპის აგრესიული ქმედებისაგან, პროვოკაციისაგან და მსგავს ქმედებებში პარტიის აქტივისტების ჩართვისაგან;

- მეტი პასუხისმგებლობით მოეკიდონ სახელმწიფოში არჩევნების მშვიდ ვითარებაში ჩატარების მნიშვნელობას, რათა განვითარებულმა მოვლენებმა ზიანი არ მიაყენოს არჩევნებსა და წინასაარჩევნო კამპანიის მიმდინარეობას.

სამართალდამცავ ორგანოებს:

- ეფექტურად უზრუნველყონ საზოგადოებრივი წესრიგის დაცვა;

- მოახდინონ შესაძლო სამართალდარღვევათა პრევენციული ღონისძიებების გატარება;

- სამართალდარღვევის ან/და დანაშაულის ნიშნების არსებობის შემთხვევაში მოახდინონ დროული და ეფექტური რეაგირება;

- შესაბამისი პირების მიმართ გამოიყენონ კანონით გათვალისწინებული ზომები.

დამატებით წარმოგიდგენთ ინფორმაციას 2016 წლის 4 აგვისტოს ქალაქ ბათუმში და თელავში მომხდარი ინციდენტების შესახებ. აღნიშნული ინციდენტების დროს ადგილზე იმყოფებოდნენ და მოვლენებს აკვირდებოდნენ საიას მონიტორები.

ინფორმაცია ქალაქ ბათუმში მომხდარი ინციდენტის შესახებ:

2016 წლის 3 აგვისტოს, დაახლოებით 22:00 საათიდან ქალაქ ბათუმში გადაადგილება დაიწყო მოქალაქეთა ჯგუფმა, რომელიც საზოგადოებას მოუწოდებდა პოლიტიკური გაერთიანებაერთიანი ნაციონალური მოძრაობისოფისთან დაგეგმილ საპროტესტო აქციაში მონაწილეობისაკენ. მოწოდების ძირითად შინაარსსერთიანი ნაციონალური მოძრაობისხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში განხორციელებული მოქმედებების გაპროტესტება წარმოადგენდა.

მომდევნო დღეს, 4 აგვისტოს, მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ქალაქ ბათუმში, მოქალაქეთა პოლიტიკურმა გაერთიანებამჩვენი სამშობლოსაპროტესტო აქცია გამართა. აქციის მონაწილეები ევროპის მოედანზე შეიკრიბნენ, მოგვიანებით კი, დაახლოებით 13:00 საათზე, პოლიტიკური გაერთიანებაერთიანი ნაციონალური მოძრაობისბათუმის ოფისთან გადაინაცვლეს. აქციის მონაწილეთა მოთხოვნას წარმოადგენდაერთიანი ნაციონალური მოძრაობისსაქმიანობის აკრძალვა და მისი წარმომადგენლების დასჯა. მათი მხრიდან არაერთხელ გაჟღერდა აღნიშნული პოლიტიკური პარტიისა და მისი მხარდამჭერების შეურაცხმყოფელი ფრაზები. პარტიის ოფისთან ასევე იმყოფებოდნენერთიანი ნაციონალური მოძრაობისმხარდამჭერები, რომლებიც, თავის მხრივ, აქციის მონაწილეების შეურაცხმყოფელ ფრაზებს აჟღერებდნენ. აქციის მონაწილეებმა დაწვეს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის და თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე ფეთხულა გიულენის ფიტულები. აქციის მონაწილეებსა დაერთიანი ნაციონალური მოძრაობისმხარდამჭერებს შორის დაწყებული სიტყვიერი დაპირისპირება მოგვიანებით აქციის მონაწილეების მხრიდან ფიზიკური დაპირისპირების მცდელობაში გადაიზარდა, თუმცა, სამართალდამცავებმა დემონსტრანტებსა და პარტიის მხარდამჭერებს ფიზიკური დაპირისპირების შესაძლებლობა არ მისცეს, ვინაიდან პოლიცია განლაგდა მათ შორის.

აღსანიშნავია, რომ მიუხედავად წინასწარ დაანონსებული აქციისა, დასაწყისისთვის პოლიცია შემთხვევის ადგილზე არასაკმარისი რაოდენობით, მხოლოდ ერთი ეკიპაჟით იყო მობილიზებული. სამართალდამცავთა რაოდენობა მხოლოდ მას შემდეგ გაიზარდა, რაც მოქალაქეთა რაოდენობამ საგრძნობლად მოიმატა. მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ინციდენტის დროს დააკავეს პოლიტიკური გაერთიანებაჩვენი სამშობლოსერთი წევრი ადმინისტრაციულ სამართლდარღვევათა კოდექსის 166-173 მუხლების საფუძველზე, რაც წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობას გულისხმობს.

შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდა საიას მონიტორი, რომელმაც აქციის ამსახველი ვიდეომასალა მოგვაწოდა

https://drive.google.com/file/d/0BzKJbf0WSkP8OXBvUThRNHlyZm8/view

ინფორმაცია ქალაქ თელავში მომხდარი ინციდენტის შესახებ:

მიმდინარე წლის 4 აგვისტოს 12:00 საათზე ქალაქ თელავში დაგეგმილი იყოსახალხო მოძრაობა სოციალისტური საქართველოსკახეთის რეგიონული ორგანიზაციის დამფუძნებელი ყრილობის ჩატარება. ყრილობის მონაწილეებს ღონისძიებაზე მიტანილი ჰქონდათ დროშები, რომლებზეც გამოსახული იყო კომუნისტური ტოტალიტარული სიმბოლიკა. აღნიშნული სიმბოლიკის გამოყენებას კრძალავს საქართველოს კანონმდებლობა, კერძოდ, „თავისუფლების ქარტია“. ადგილზე მობილიზებული იყვნენ სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლები, რომლებმაც მათ არ მისცეს შესაძლებლობა, გამოეყენებინათ კომუნისტური სიმბოლიკის გამომხატველი დროშები.

მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, შენობასთან, სადაც ყრილობა უნდა ჩატარებულიყო, საპროტესტო აქცია გამართეს  მოქალაქეებმა, პოლიტიკური გაერთიანებების - „ახალი პოლიტიკური ცენტრი გირჩი“, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობადასამოქალაქო პლატფორმა - ახალი საქართველომხარდამჭერებმა. ტელეკომპანიაპირველისცნობით, „სოციალისტური საქართველოსწევრები ქსენოფობიურ განცხადებებს აკეთებდნენ და ამბობდნენ, რომქვეყანა უნდა მართოს ქართველმა, და არა - სომეხმა და ებრაელმა.“

აქციის ერთ-ერთ მონაწილეს, რომან ქევხიშვილს, ყრილობის ერთ-ერთმა მონაწილემ - თემურ ფიფიამ სახეში ხელი დაარტყა, რის შემდეგაც, ქევხიშვილმა მას კვერცხები ესროლა. თემურ ფიფია პოლიციამ დააკავა და ბრალი ცემის ფაქტზე წარუდგინა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 125- მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტოს მიერ გარცელებული ინფორმაციის თანახმად, ბრალდებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.

6 აგვისტოს გამართულ სასამართლო სხდომაზე, მოსამართლემ არ დააკმაყოფილა ბრალდების მხარის შუამდგომლობა აღკვეთის ღონისძიების სახით 5000 ლარის ოდენობის გირაოს გამოყენების შესახებ და თემურ ფიფიას აღკვეთის ღონისძიების სახედ და ზომად გირაოს მინიმალური ოდენობა - 1000 ლარი დაუდგინა.

საია გააგრძელებს აღნიშნულ საქმეებზე სასამართლო პროცესების მონიტორინგს და საზოგადოებას მიაწვდის ინფორმაციას მათი მიმდინარეობისა და შედეგების შესახებ“, - აღნიშნულია განცხადებაში. 

 

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2025 ყველა უფლება დაცულია