მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
ISFED-მა „ცენტრისტების“ მიმართ ადმინისტრაციული ზომების გატარების და წინასაარჩევნო რეკლამის აკრძალვის თხოვნით ცესკოს მიმართა - 14 აგვისტო 2016

myrights.ge

14 აგვისტოსსამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებაცესკოს საჩივრით მიმართავს, რომლის თანახმადაც, სადამკვირვებლო ორგანიზაცია პარტიაცენტრისტებისმიმართ, უკანონო აგიტაციის ფაქტის გამო, ადმინისტრაციული სანქციის გატარებასა და  შესაბამისად, უკანონო პოლიტიკური რეკლამის განთავსების აკრძალვას მოითხოვს.

შეგახსენებთ, რომ 2016 წლის 13 აგვისტოს საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში /ცენტრისტებისუფასო პოლიტიკური რეკლამა განთავსდა. რეკლამაში, საქართველოს ოკუპანტი სახელმწიფოს, რუსეთის პრეზიდენტის, რუსული დროშისა და სამხედროების ფოტოების ფონზე დასახელებულია პარტიის შემდეგი წინასაარჩევნო დაპირებები: „რუსული პენსია 400 ლარი; მივიღებთ ორმაგი მოქალაქეობის კანონს; დავაკანონებთ რუსულ სამხედრო ბაზებს“.

საქართველოს ორგანული კანონისსაქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 45- მულის მე-3 პუნქტის მიხედვით, პოლიტიკური პარტიების მიერ წინასაარჩევნოდ დამზადებული კლიპების შინაარსი/საარჩევნო პროგრამა რამდენიმე მოთხოვნას უნდა პასუხობდეს. კერძოდ, ის არ უნდა შეიცავდეს ომისა და ძალადობის პროპაგანდას, არსებული სახელმწიფო და საზოგადოებრივი წყობილების ძალადობით შეცვლისაკენ ან დამხობისაკენ, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დარღვევისაკენ, ეროვნული შუღლისა და მტრობისკენ, რელიგიური და ეთნიკური დაპირისპირებისკენ მოწოდებას.

მიგვაჩნია, რომ პოლიტიკური გაერთიანებაცენტრისტებისმიერ დამზადებული რეკლამა/საარჩევნო პროგრამა არღვევს საარჩევნო კანონით დადგენილ აკრძალვებს, შეიცავს  მოწოდებას არსებული სახელმწიფო და საზოგადოებრივი წყობილების ძალადობის შეცვლისკენ  და საქართველოს  ტერიტორიული მთლიანობის დარღვევისკენ და მიმართულია საქართველოს სუვერენიტეტის წინააღმდეგ.

„სამართლიანი არჩევნების“ საჩივარში ეყრდნობა როგორც საქართველოს კონსტიტუციასა და საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობას, ასევე, საქართველოს კანონებს „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“, „საქართველოს თავდაცვის შესახებ“ კანონს, „საქართველოს ტერიტორიაზე არსებული რუსეთის ფედერაციის სამხედრო ბაზების შესახებ“ პარლამენტის დადგენილებას, საქართველოს თავდაცვის სამინისტრის „საქართველოს ეროვნულ სამხედრო სტრატეგიას, „საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციასა“ და „საქართველოს საფრთხეების შეფასების 2013-2016 წწ დოკუმენტს“, - აღნიშნულია განცხადებაში. 

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2025 ყველა უფლება დაცულია