მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
ცესკოს თავმჯდომარე „ცენტრისტების“ რეგისტრაციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს - 15 აგვისტო 2016

myrights.ge

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარ თამარ ჟვანია ოლიტიკური აერთიანებაცენტრისტებისრეგისტრაციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

დღეს, საარჩევნო ადმინისტრაციისთვის მედია საშუალებებით გახდა ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს განცხადება, რომელშიც აღნიშნულია, რომ საჯარო რეესტრის პირველი აგვისტოს საბოლოო გადაწყვეტილების შესაბამისად, პოლიტიკურ გაერთიანებაცენტრისტებსმოცემული მდგომარეობით არ ჰყავს წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი ხელმძღვანელი პირი.

აღსანიშნავია, რომ ცესკოს თავმჯდომარემ, პოლიტიკური გაერთიანებაცენტრისტები“, 2016 წლის 2 ივნისის განცხადებისა და  კანონით გათვალისწინებული დოკუმენტაციის საფუძველზე, (ასევე, დამატებით მათ მიერ წარმოდგენილ იქნა პარტიის 2016 წლის 29 მაისის ყრილობის ნოტარიულად დამოწმებული ოქმი, რომლის მიხედვითაც პარტიის თავმჯდომარედ არჩეულია თემურ ხაჩიშვილი), საარჩევნო კოდექსის 113- მუხლის მოთხოვნების შესაბამისად  გაატარა საარჩევნო რეგისტრაციაში.

ნიშანდობლივია, რომ პარტიის საარჩევნო რეგისტრაციის მიზნებისთვის, ცესკოს არ ევალება შეისწავლოს პარტიის  ხელმძღვანელ პირთა არჩევისა და უფლებამოსილების კანონიერების საკითხი; აღნიშნული სხვა შესაბამისი უწყებების კომპეტენციაა. აქედან გამომდინარე, პარტიის საარჩევნო რეგისტრაციის საკითხზე ცესკოს ქმედებასთან დაკავშირებული შენიშვნები უსაფუძვლოა და არ ემყარება კომპეტენტურ მოსაზრებებს.  

იმისათვის, რომ ცესკოს თავმჯდომარემ, ახლად დადგენილი გარემოების გათვალისწინებით იმსჯელოს „ცენტრისტების“ საარჩევნო რეგისტრაციის საკითხზე, საჯარო რეესტრის მიერ ცესკოში დროულად უნდა იქნას წარმოდგენილი შესაბამისი გადაწყვეტილება“, - აღნიშნულია განცხადებაში. 

 

პოპულარული სტატიები
საქართველო რუსული მონობისა და ევროპული თავისუფლების გზაჯვარედინზე
„არემჯის“ სოციალური პასუხისმგებლობა - მადლი ჰქენ, მარილიც მოაყარეო
ქალთა ახდენილი ოცნებები ბოლნისის ზრდასრულთა განათლების ცენტრში
 
ვიდეოები
ეროვნული ვალუტის შემოღების ისტორია 
Video screenshot
გამოკითხვა
 


სპონსორები

2025 ყველა უფლება დაცულია

Created by SPAR.GE | Hosting is provided by Internet Services LLC FINDDOMAIN.GE