მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
გიორგი კვირიკაშვილი: 4 წლის თავზე, C ჰეპატიტით ინფიცირებულთა 90% - გამოკვლეული, ხოლო დაავადებულთა 95% განკურნებული უნდა იყოს - 17 აგვისტო 2016

myrights.ge

მომავალი ოთხი წლის განმავლობაში, საქართველოში, C ჰეპატიტი, ფაქტობრივად აღმოიფხვრება, - C ჰეპატიტის ელიმინაციის 2016-2020 წლების ეროვნულ სტრატეგია მთავრობა დაამტკიც.

პრემიერ-მინისტრის შეფასებით, საამაყოა, რომ გასული პერიოდის განმავლობაში, ათასობით ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა და ათასობით ოჯახის სიღატაკისგან ხსნა მოხერხდა.

როგორც გიორგი კვირიკაშვილმა აღნიშნა, მთავრობის მიზანია, 4 წლის თავზე, C ჰეპატიტით ინფიცირებულთა 90% - გამოკვლეული, ხოლო დაავადებულთა 95% განკურნებული იყოს.

ხუთწლიანი სტრატეგიული გეგმის მთლიანი ბიუჯეტი 116 მილიონ ლარს აჭარბებს, აქედან სახელმწიფო ბიუჯეტიდან - 57 მილიონი ლარი დაიხარჯება; პროგრამის ფარგლებში სახელმწიფო უსასყიდლოდ მიიღებს 15 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების მედიკამენტებს.

მთავრობის მეთაურმა სტრატეგიის განხორციელებაში ჩართულ პარტნიორებს, მათ შორის - კომპანიაგილიარდს" და ამერიკის შეერთებული შტატების დაავადებათა კონტროლის ცენტრს, ასევე, სამთავრობო გუნდს, დავით სერგეენკოს ხელმძღვანელობით, მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ამ პროგრამის განხორციელება ძალიან მნიშვნელოვანია.

ინფორმაციას პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური ავრცელებს. 

 

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2025 ყველა უფლება დაცულია