მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
ცესკო სხვადასხვა ტელეკომპანიების ჟურნალისტებთან სამუშაო შეხვედრებს მართავს - 18 აგვისტო 2016

myrights.ge

ცესკოს ეს წამოწყება ძალიან დაგვეხმარება იმ მნიშვნელოვან საქმეში, რასაც საარჩევნო პროცესის გაშუქება ჰქვია“ - საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტი ნოდარ ჩაჩუა;

ვისაუბრეთ ნიუანსებზე, რომლებიც ყველა ჟურნალისტითვის უნდა იყოს ცნობილი და აუცილებელია მედიისთვის, რომ სამართლებრივად სწორად გააშუქოს არჩევნები“ - მარტა ქურასბედიანიტელეკომპანიაიბერიასჟურნალისტი;

რამდენიმე საათის განმავლობაში ვსაუბრობდით მედიისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე, განვიხილეთ მედიის ჩართულობა და როლი საარჩევნო პროცესში, ასევე ის საკანონმდებლო ცვლილებები რაც ამ სისტემასთან არის დაკავშირებული“ - სალომე ბოკუჩავა, ტელეკომპანიარუსთავი 2“-ის ჟურნალისტი;

მხოლოდ მივესალმები, რომ ცესკომ წამოიწყო ეს პროექტი“ - დავით ცაგარელი, ტელეკომპანიაიმედისჟურნალისტი.

ასე აფასებენ ჟურნალისტები მათთვის ორგანიზებულ ოთხდღიან ტრენინგებს.

მედიის როლი საარჩევნო პროცესში, კენჭისყრის დღის პროცედურები, საარჩევნო კანონმდებლობის სიახლეები, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება - ეს იმ საკითხების ჩამონათვალია, რომლებსაც სხვადასხვა ტელეკომპანიის 50-მდე ჟურნალისტი გაეცნო. ცესკოს თავმჯდომარის თამარ ჟვანიას შეფასებით გადამწყვეტად მნიშვნელოვანია, რომ მედია ფლობდეს ყველაფრის შესახებ ინფორმაციას, რაც არჩევნებს უკავშირდება - „ცესკო თანამშრომლობს ყველა მედიასაშუალებასთან და ვიმედოვნებთ, რომ არჩევნები გაშუქდება ზუსტად, სწორად და ფაქტებზე დაყრდნობით,“ - აღნიშნა ცესკოს თავმჯდომარემ.

ცესკოს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის მიერ ორგანიზებულ სწავლებას, ცესკოს იურიდიული დეპარტამენტის და სწავლების ცენტრის წარმომადგენლები უძღვებოდნენ.

"მედია საარჩევნო პროცესის განუყოფელი ნაწილია. მათი ჩართულობა საარჩევნო პროცესებში, მათი მხრიდან საზოგადოებისთვის ამომწურავი ინფორმაციის მიწოდება ამ პროცესის მიმდინარეობის შესახებ აუცილებელია. საარჩევნო ადმინისტრაცია მუდმივად უწყობს ხელს ეფექტურ კომუნიკაციას ჩართულ მხარეებთან და მათ შორის მედიასთან და მომავალშიც უზრუნველყოფს მსგავსი ტიპის სამუშაო შეხვედრებს მედიაწარმომადგენლებისთვის", - აღნიშნულია ცესკოს ინფორმაციაში. 

 

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2025 ყველა უფლება დაცულია