მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
ვინ არის პასუხისმგებელი პარტიის საარჩევნო სუბიეტად რეგისტრაციის დროს დოკუმენტების გადამოწმებაზე? - 18 აგვისტო 2016

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“

2016 წლის 15 ივლისს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ პოლიტიკური გაერთიანებაცენტრისტებიკანონმდებლობის დარღვევით საარჩევნო სუბიექტად დაარეგისტრირა. საჯარო რეესტრის მონაცემებით, მათ არ ჰყავდათ წარმომადგენლობაზე/ხელმძღვანელობაზე უფლებამოსილი პირი, შესაბამისად მათი რეგისტრაცია საარჩევნო კანონმდებლობას ეწინააღმდეგებოდა. აღსანიშნავია, რომ მოგვიანებით, ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ პოლიტიკური გაერთიანებაცენტრისტებირეგისტრაციიდან მოხსნა.

საქართველოს ორგანული კანონისსაარჩევნო კოდექსისმიხედვით პარტიის რეგისტრაციისათვის დადგენილია შემდეგი პროცედურა:

საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე პარტიების რეგისტრაციაში გატარებისა და რეგისტრაციის გაუქმების უფლებამოსილება ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს აქვს;

საქართველოს პარლამენტის არჩევნებში მონაწილეობის უფლების მისაღებად პარტია მისი ხელმძღვანელი პირის (პირების) მიერ ხელმოწერილი სათანადო განცხადებით მიმართავს ცესკოს თავმჯდომარეს;

ცესკოს თავმჯდომარე ვალდებულია, შეამოწმოს პარტიის წარმომადგენლის (თავმჯდომარის/დირექტორის) უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი და შემდეგ იმსჯელოს რამდენად აკმაყოფილებს პარტიის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაცია საარჩევნო კოდექსით გათვალისწინებულ მოთხოვნებს;

დოკუმენტაციის შემოწმებისას უნდა გაითვალისწინოს, რომ მხოლოდ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ჩანაწერების მიმართ მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია. აქვე აღსანიშნავია, რომ პოლიტიკური გაერთიანების ხელმძღვანელობაზე/წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის შესახებ ინფორმაცია, რომელიც განთავსებულია საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ვებ-გვერდზე, საჯაროა და ხელმისაწვდომი ყველა დაინტერესებული პირისათვის;

განმცხადებლის მიერ დოკუმენტების სრულად და შესაბამის ვადებში წარმოდგენის შემთხვევაში, იღებს გადაწყვეტილებას პარტიის საარჩევნო სუბიექტად რეგისტრაციის შესახებ.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე რეგისტრაციის დროს არსებულ ხარვეზს სათანადო ინფორმაციის არქონას უკავშირებს. ამასთან, მოცემული ინფორმაციის მიწოდებასთან დაკავშირებით პასუხისმგებლობას საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს აკისრებს და აცხადებს, რომცენტრისტებთანდაკავშირებით საჯარო რეესტრის გადაწყვეტილება ცესკოს დროულად უნდა მიწოდებოდა. გამომდინარე იქედან, რომ ამ შემთხვევაში ცესკო არის ადმინისტრაციული ორგანო, მასზე სრულად ვრცელდება ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნები. შესაბამისად ცესკო გადაწყვეტილების მიღებისას ვალდებულია:

დაიწყოს ადმინისტრაციული წარმოება;

შეამოწმოს წარმომადგენლობა;

შესაბამისი დოკუმენტების სრულად წარუდგენლობის შემთხვევაში, შეაჩეროს წარმოება და განმცხადებელს განუსაზღვროს ვადა დოკუმენტის დამატებით წარმოდგენისათვის;

თუ დადგენილ ვადაში განმცხადებელი არ წარადგენს შესაბამის დოკუმენტს ან ინფორმაციას, შეუძლია გამოიტანოს გადაწყვეტილება განცხადების განუხილველად დატოვების შესახებ.

ამასთან, აღსანიშნავია, რომ ცესკოს თავმჯდომარის მიერ /ცენტრისტებისრეგისტრაცია 2016 წლის 15 ივლისს განხორციელდა, შესაბამისად ამ დროისათვის მოქმედებდამოქალაქეთა პოლიტიკურ გაერთიანებათა შესახებსაქართველოს კანონში 20 ივნისს დამატებული პუნქტი, რომლის მიხედვით პარტიის ხელმძღვანელი პირის მონაცემებში შეტანილი ცვლილება მოქმედებს მხოლოდ ამ ცვლილების საჯარო რეესტრში რეგისტრაციის შემდეგ.

შესაბამისად, მოვუწოდებთ ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს, მეტი სიფრთხილით მოეკიდოს პარტიების საარჩევნო სუბიექტებად რეგისტრაციის საკითხს. სრულად გამოიკვლიოს და შეისწავლოს წარდგენილი დოკუმენტაციის შესაბამისობა კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებთან. მსგავსი ხასიათის უზუსტობის თავიდან ასაცილებლად, მოვუწოდებთ ცესკოს გადახედოს მის მიერ განხორციელებულ რეგისტრაციებთან დაკავშირებით ყველა გადაწყვეტილებას და დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში მიმართოს კანონმდებლობით დადგენილ ზომებს, რათა შესაძლო დარღვევის არსებობამ უარყოფითი გავლენა არ იქონიოს არჩევნების შედეგებზე.

საერთაშორისო გამჭვირვალობასაქართველო

სამოქალაქო განვითაერბის სააგენტო (CIDA)

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2025 ყველა უფლება დაცულია