მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
გიორგი მარგველაშვილი: მიეცი ხმა, ეს შენი მომავალია, არ თქვა უარი შენს მოქალაქეობრივ ვალდებულებაზე და პასუხისმგებლობაზე - 18 აგვისტო 2016

myrights.ge

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილიშენი ხმა ჩვენი მომავალიაკამპანიის ფარგლებში, ბაკურიანის სკოლის მონაწილეებს შეხვდა.

"მიეცი ხმა, ეს შენი მომავალია, არ  თქვა უარი შენს მოქალაქეობრივ ვალდებულებაზე და  პასუხისმგებლობაზე" - ასე მიმართა პრეზიდენტმა მონაწილეებს.

გიორგი მარგველაშვილი პროექტის მეორე და მესამე ეტაპის მიმდინარეობას გაეცნო და ახალგაზრდებს არჩევნებში მათი ჩართულობის მნიშვნელობაზე ესაუბრამადლობა გადაუხადა მათ კამპანიაში აქტიური მონაწილეობისთვის.

პრეზიდენტის განცხადებით არჩევნებში მონაწილეობით და საზოგადოების ჩართულობით დემოკრატიის გაჯანსაღება ხდება.

"დემოკრატიული სახელმწიფო არ არსებობს ამომრჩეველთა აქტიურობის გარეშე და მადლობა თქვენ, რომ ეს შეაგრძნობინეთ ამომრჩევლებს, თითოეულმა ამომრჩეველმა, რაოდენ იმედგაცრუებულიც არ უნდა იყოს, თქვენს გამო, საკუთარი შვილების გამო, უნდა გადადგას ეს ნაბიჯი  და მივიდეს არჩევნებზე" - განაცხადა პრეზიდენტმა.

გიორგი მარგველაშვილმა საზაფხულო სკოლის მონაწილეების შეკითხვებსაც უპასუხა, შეხვედრა დისკუსიის რეჟიმში წარიმართა.

შენი ხმა ჩვენი მომავალიაკამპანიის მიზანი არჩევნებში ახალგაზრდების ჩართულობისა და სამოქალაქო აქტივობის გაზრდაა. საზაფხულო სკოლა 7 დღის განმავლობაში ტრენინგებსა და სხვადასხვა აქტივობებს მოიცავს, კამპანია საქართველოს 10 რეგიონში მიმდინარეობს.

" შენი ხმა  ჩვენი მომავალია" კამპანიის ფარგლებში საზაფხულო სკოლების გარდა, საქართველოს ყველა სკოლის უფროსკლასელებისთვის კონკურსიც იმართება, რომელიც  1 სექტემბრამდე ვიდეოების დამზადებას ითვალისწინებს საარჩევნო აქტივობის თემაზე,  კონკურსი სამ ეტაპად ტარდება.

პოპულარული სტატიები
საქართველო რუსული მონობისა და ევროპული თავისუფლების გზაჯვარედინზე
„არემჯის“ სოციალური პასუხისმგებლობა - მადლი ჰქენ, მარილიც მოაყარეო
ქალთა ახდენილი ოცნებები ბოლნისის ზრდასრულთა განათლების ცენტრში
 
ვიდეოები
ეროვნული ვალუტის შემოღების ისტორია 
Video screenshot
გამოკითხვა
 


სპონსორები

2025 ყველა უფლება დაცულია

Created by SPAR.GE | Hosting is provided by Internet Services LLC FINDDOMAIN.GE