მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
ფსიქოტროპული მედიკამენტების ურეცეპტოდ გაცემაზე 24-საათიანი მონიტორინგი გრძელდება - 19 აგვისტო 2016

myrights.ge

ფსიქოტროპული მედიკამენტების ურეცეპტოდ გაცემის ფაქტებზე 24 საათიანი მონიტორინგი გრძელდება. ჯანდაცვის სამინისტროს სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს ფარმაცევტული საქმიანობის დეპარტამენტის უფროსმა, დავით მაჭარაშვილმა  სამინისტროში შემაჯამებელი ბრიფინგი გამართა და პირველადი შედეგები გამოაქვენა. 5 აგისტოდან დღემდე, საქართველოს მასშტაბით განხორციელებული კონტროლის ღონისძიებების შედეგად დარღვევები დაფიქსირდა 30 შემთხვევაში, კერძოდ, გამოვლენილია:

ურეცეპტოდ ფსიქოტროპული მედიკამენტის გაცემის 13 ფაქტი;

აღურიცხავი ფსიქოტროპული მედიკამენტების არსებობის 5 ფაქტი;

მეორე ჯგუფის მედიკამენტების ურეცეპტოდ გაცემის 11 ფაქტი;

აფთიაქის მხრიდან უნებართვო საქმიანობის განხორციელების ერთი ფაქტი;

ახალი რეგულაციით განხორციელებული კონტროლის ღონისძიებების შედეგად, დადგა 13 ფარმაცევტის პროფესიული პასუხისმგებლობის საკითხი. ამავე პერიოდში ფუნქციონირება შეაჩერა 17-მა ავტორიზებულმა აფთიაქმა.

რეგულირების სააგენტოს სპეციალისტები შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებთან ერთად, 24 საათიან რეჟიმში აგრძელებენ კონტროლის ღონისძიებებს“, - აღნიშნულია ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციაში. 

 

პოპულარული სტატიები
საქართველო რუსული მონობისა და ევროპული თავისუფლების გზაჯვარედინზე
„არემჯის“ სოციალური პასუხისმგებლობა - მადლი ჰქენ, მარილიც მოაყარეო
ქალთა ახდენილი ოცნებები ბოლნისის ზრდასრულთა განათლების ცენტრში
 
ვიდეოები
ეროვნული ვალუტის შემოღების ისტორია 
Video screenshot
გამოკითხვა
 


სპონსორები

2025 ყველა უფლება დაცულია

Created by SPAR.GE | Hosting is provided by Internet Services LLC FINDDOMAIN.GE