მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
ნოტარიუსები სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცნენ - 19 აგვისტო 2016

myrights.ge

იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის მიერ გატარებული საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად სამი ნოტარიუსი სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცა: ორი ნოტარიუსისამსახურებრივი გულგრილობის, ხოლო ერთისამსახურებრივი გულგრილობისა და დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტზე.

იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის საგამოძიებო სამმართველოში მიმდინარეობს გამოძიება სისხლის სამართლის საქმეებზე ნოტარიუსების მიერ სამსახურებრივი გულგრილობისა და დანაშაულის შეუტყობინებლობის  ფაქტზესაქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის“ 342- მუხლის პირველი ნაწილით და 376- მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით.

გამოძიებით დადგენილ იქნა, რომ ნოტარიუსებმა, მათზე დაკისრებული სამსახურებრივი მოვალეობების არაჯეროვნად შესრულების შედეგად დაამოწმეს და გასცეს სანოტარო აქტები უძრავი ქონებების განკარგვის თაობაზე არასწორი მონაცემებით ისე, რომ სათანადოდ არ დაადგინეს სანოტარო აქტის მონაწილე პირთა უფლებამოსილება. ზემოაღნიშნული ქმედებებით უძრავი ქონების მესაკუთრეებს მიადგათ დიდი ოდენობით მატერიალური ზიანი.

ამასთან, ერთ-ერთმა ნოტარიუსმა, რომლისთვისაც ცნობილი გახდა, რომ მის მიერ სანოტარო აქტის გაცემისას მოქალაქეს ჩადენილი ჰქონდა მძიმე დანაშაულიყალბი სანოტარო აქტების გამოყენებით დიდი ოდენობით სხვისი ნივთის თაღლითურად დაუფლება, ზემოაღნიშნულის შესახებ არ შეატყობინა სამართალდამცავ ორგანოებს

იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექცია სისხლის სამართლის საქმეებზე გამოძიებას აგრძელებს.

იმისათვის, რომ დაცული იყოს კანონი და თითოეული მოქალაქის უფლება − მიიღოს მაღალი ხარისხის სანოტარო მომსახურება, იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექცია აგრძელებს ნოტარიუსთა საქმიანობის მუდმივ ზედამხედველობას, ხოლო მცირე ხარვეზის გამოვლენის შემთხვევაში, დაუყოვნებლივ მოხდება მკაცრი რეაგირება“, - აღნიშნულია სამინისტროს განცხადებაში.   

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2025 ყველა უფლება დაცულია