მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
8 ოქტომბერს საკრებულოს შუალედური და გამგებლების რიგგარეშე არჩევნები გაიმართება - 20 აგვისტო 2016

myrights.ge

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საკრებულოს შუალედური არჩევნები დანიშნა. ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს - საკრებულოს შუალედური არჩევნები  წალკის, ჭიათურის, აბაშის, კრწანისის, ისნის, გლდანისა და ზუგდიდის ადგილობრივ საარჩევნო ოლქებში ჩატარდება.

გარდა ამისა, საქართველოს პრეზიდენტმა მერის და თვითმმართველი თემის  გამგებლების რიგგარეშე არჩევნები დანიშნა, რომელიც ბოლნისის, ქალაქ ახალციხის, ხარაგაულის, ჭიათურის, ზუგდიდისა და წალენჯიხის საარჩევნო ოლქებში გაიმართება.

არჩევნები მიმდინარე წლის 8 ოქტომბერს ჩატარდება.

ზემოაღნიშნულის შესახებ ინფორმაცია, საზოგადოებას, ცესკოს სპიკერმა ანა მიქელაძემ კომისიაში გამართულ საინფორმაციო ბრიფინგზე მიაწოდა.

გადაწყვეტილება საკრებულოს შუალედური არჩევნების დანიშვნის შესახებ ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ გამართულ სხდომაზე მიიღო, სადაც ასევე დამტკიცდა საარჩევნო ღონისძიებათა გრაფიკები ორივე არჩევნებისთვის

საკრებულოს შუალედური, ასევე მერის და თვითმმართველი თემის გამგებლების რიგგარეშე არჩევნების დანიშვნა ყველა საარჩევნო ოლქში მოხდა საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატებისთვის, მერისა და  გამგებლებისთვის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის გამო“ - განაცხადა ანა მიქელაძემ

საერთო ჯამში, საკრებულოს შუალედური არჩევნები ჩატარდება 7 ადგილობრივი საარჩევნო ოლქის 106 საარჩევნო უბანზე, ხოლო მერის და თვითმმართველი თემის გამგებლების რიგგარეშე არჩევნები ჩატარდება 263 საარჩევნო უბანზე.

იქიდან გამომდინარე რომსაქართველოს პარლამენტის საერთო და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების რიგგარეშე/შუალედური არჩევნები ერთდროულად გაიმართება 2016 წლის 8 ოქტომბერს, ცესკომ  განსაზღვრა ზოგიერთი საარჩევნო პროცედურა, არჩევნებში ჩართული სხვადასხვა მხარეებისთვის. მათ შორის დამკვირვებლების და მედიის არჩევნებში მონაწილეობის წესი.

სხდომაზე ცესკომ, ასევე განკარგულებით დაამტკიცა საზღვარგარეთ დისლოცირებულ საქართველოს შეიარაღებულ ნაწილებში  მოსამსახურე საქართველოს მოქალაქეების საქართველოს პარლამენტის 2016 წლის 8 ოქტომბრის პროპორციული წესით ჩასატარებელ არჩევნებში მონაწილეობის წესი. განკარგულების თანახმად, ავღანეთში შეიქმნება 2 საარჩევნო უბანი: ბაგრამის და მაზარი-შარიფის საარჩევნო უბნები. კენჭისყრა გაიმართება 2016 წლის 1 ოქტომბერს, დილის 8 საათიდან საღამოს 8 საათამდე ადგილობრივი დროით. გადასატანი საარჩევნო ყუთი უბანში შეიძლება დაბრუნდეს საღამოს 8 საათის შემდეგ. 1 ოქტომბერს ფორს-მაჟორული გარემოებების შესაძლო მოვლენების დადგომის შემთხვევაში, კენჭისყრა შეიძლება გაიმართოს გარემოებების აღმოფხვრიდან მომდევნო დღეს, მაგრამ არაუგვიანეს 4 ოქტომბრისა.

* * * 

ცესკომ მიიღო დადგენილება 2016 წლის 8 ოქტომბერს გასამართი არჩევნებისთვის საარჩევნო პროცედურის განსაზღვრის შესახებ.

საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, რეგისტრირებულ პარტიას უფლება აქვს მონაწილეობა მიიღოს არჩევნებში. მნიშვნელოვანია, ის რომ ნებისმიერი სხვა პროცედურა, რომელიც არეგულირებს პარტიის ხელმძღვანელი პირის უფლებამოსილების საკითხს, არ წარმოადგენს ზოგადად პარტიის რეგისტრაციის შეწყვეტის ან შეჩერების საფუძველს.

სწორედ ამიტომ ცესკომ დაადგინა, რომ 2016 წლის 8 ოქტომბერს გასამართი არჩევნების მიზნებისთვის, ამ პარტიების ხელმძღვანელობაზე უფლებამოსილი არიან ცესკოს თავმჯდომარის სახელზე წარდგენილ განცხადებაზე ხელმომწერი პირები. გარდა იმ შემთხვევებისა, თუ მათ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ სარეგისტრაციო წარმოების შედეგად უთხრა ან ეტყვის უარს მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების რეესტრში ცვლილებზე 2016 წლის 8 სექტემბრამდე, რაც არის პარტიული სიების წარდგენის  ბოლო ვადა“, - აღნიშნულია ცენტრალური საარჩევნო კომისიის განცხადებაში. 

ასევე იხილეთ ვიდეობმული:

https://www.youtube.com/watch?v=YOhN23Xc-XQ

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2025 ყველა უფლება დაცულია