მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
სახელმწიფო კომპანიის ხელმძღვანელად დეპუტატ ჯაჭვლიანის წარდგენა კორუფციის ნიშნებს შეიცავს - 25 აგვისტო 2016

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“

24 აგვისტოს გამართულ საქართველოს მთავრობის სხდომაზე პრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, რომმთის კურორტების განვითარების კომპანიისფარგლებში ახალი სახელმწიფო შპს- შექმნა იგეგმება, რომლის ამოცანა კურორტ თეთნულდის განვითარება იქნება. პრემიერ-მინისტრმა ასევე თქვა, რომ ამ კომპანიას სათავეში სოსო ჯაჭვლიანი ჩაუდგება, რომელიც ამჟამად საქართველოს პარლამენტის წევრი და ფრაქციაქართული ოცნებისთავმდჯომარის მოადგილეა.

სახელმწიფო კომპანიების არსებობა თავისთავად მიღებული პრაქტიკაა განვითარებულ დემოკრატიულ სახელმწიფოებში. თუმცა, ასევე აღიარებულია მსგავს კომპანიებთან დაკავშირებული კორუფციის რისკები, რაც მათი საქმიანობის სათანადოდ რეგულირების აუცილებლობას წარმოშობს. სახელმწიფო კომპანიების მართვის მოწინავე საერთაშორისო პრაქტიკის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრინციპი მათ საქმიანობასა და მენეჯმენტში პოლიტიკური (პარტიული) ჩარევის პრევენციაა.

სახელმწიფო კომპანიებთან დაკავშირებული ერთ-ერთი მთავარი კორუფციული საფრთხე ის არის, რომ ეს კომპანიები სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯზე მმართველი პარტიასთან ან მთავრობასთან დაკავშირებული პირებისდაჯილდოებისინსტრუმენტად შეიძლება იქცნენ ნაცვლად იმისა, რომ მათი საქმიანობა ლეგიტიმური და მნიშვნელოვანი საზოგადოებრივი ამოცანების შესრულებისკენ იყოს მიმართული. სახელმწიფო კომპანიის სწორედ ამგვარ ინსტრუმენტად გამოყენების ეჭვს აჩენს ბატონი ჯაჭვლიანის წარდგენა ხსენებულ თანამდებობაზე, რადგან გაურკვეველია, თუ რა კრიტერიუმით შეარჩია ის საქართველოს მთავრობამ. თუ გავიხსენებთ საპარლამენტო უმრავლესობის ყოფილი ლიდერის დავით საგანელიძის დანიშვნას საპარტნიორო ფონდის ხელმძღვანელად, შეიძლება ითქვას, რომ მსგავსი გადაწყვეტილებები ერთგვარი ტენდენციის სახეს იღებს. შეიძლება ასევე გავიხსენოთ ყოფილი მმართველი პარტიის, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობისწარმომადგენელი პოლიტიკოსების დასაქმება თბილისის მერიის საკუთრებაში არსებული კომპანიების სამეთვალყურეო საბჭოებში 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ.

აღსანიშნავია, რომსაერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომმსგავსი ეჭვები გამოთქვა 2015 წელსთბილისის მეწარმეობის ხელშეწყობის ცენტრისშექმნის და მის ხელმძღვანელად ალექსანდრე მარგიშვილის დანიშვნის თაობაზე. მსგავსი გადაწყვეტილების პრობლემურობაზე ისიც მეტყველებს, რომ ცენტრი დაარსებიდან ერთი წლის თავზე გაუქმდა. სახელმწიფოს კი არ განუხორციელებია მონიტორინგი, თუ რამდენად ეფექტრურად დაიხარჯა ცენტრის დაფინანსებისთვის გამოყოფილი 2 მილიონი ლარი.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ მომავალ თვეში გამოაქვეყნებს დეტალურ რეკომენდაციებს სახელმწიფო საწარმოებში კორუფციის რისკების პრევენციასთან დაკავშირებით. მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, რომ სახელმწიფო კომპანიების მართვასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებები მაქსიმალურად გამჭვირვალე პროცესის საშუალებით და ცხადი კრიტერიუმების საფუძველზე იქნეს მიღებული. სხვა შემთხვევაში, მნიშვნელოვნად გაიზრდება როგორც კორუფციის, ისე სახელმწიფო რესურსების არაეფექტურად განკარგვის რისკი.

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2025 ყველა უფლება დაცულია