მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
„საპარტნიორო ფონდის” საქმიანობა მეტ გამჭვირვალობას საჭიროებს - 25 აგვისტო 2016

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“

სსსაპარტნიორო ფონდი" სახელმწიფო საინვესტიციო ფონდია - მისი 100% სახელმწიფო საკუთრებაშია. შესაბამისად, მისი საქმიანობის, განხორციელებული პროექტების ეფექტიანობა და გამჭვირვალობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო’’ ფონდის მიერ განხორციელებულ პროექტებზე 2014 წელს უკვე წერდა. ჩვენ, ასევე, დავინტერესდით, თუ რა პროექტებს ახორციელებს ამ ეტაპზე ფონდირომელი  პროექტი დაასრულა, და ვინ არიან ინვესტორები. ამ მიზნით ფონდის მიერ განხორციელებული პროექტებისაერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ’’  კიდევ ერთხელ გამოიკვლია.   

ჩვენ მიერ შესწავლილი ინფორმაციის საფუძველზე შეგვიძლია ვთქვათ, რომსაპარტნიორო ფონდისმიერ განხორციელებული და მიმდინარე პროექტების უმრავლესობა აკმაყოფილებს მიზანშეწონილობისა და გამჭვირვალობის კრიტერიუმს, თუმცა არის სამი პროექტი (ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო Hyatt Regency, სამოქალაქო თვითმფრინავების კომპოზიტური ნაწილების ქარხანა და კომპანია სსჰუმანითი ჯორჯია’’), რომლებიც გარკვეულ კითხვებს აჩენს.

ამ პროექტებშისაპარტნიორო ფონდთანერთად თანაინვესტორი კომპანიების: Merrydow Development Holdings LTD (მისი დირექტორი/ოფიცერი კომპანია ოფშორულ ზონაშია დარეგისტრირებული), შპსროიალ დეველოფმენთის’’ (საეჭვოა მათი პროექტში მონაწილეობა) და სსჰუმანითი ჯორჯია’’ (კვალს ოფშორამდე მივყავართ) საქმიანობის შესახებ არსებული ინფორმაცია არასაკმარისი ან ბუნდოვანია. გარდა ამისა, სსჰუმანითი ჯორჯიასადა შპსროიალ დეველოფმენთისშემთხვევაში იკვეთება კავშირები საქართველოს ყოფილ მთავარ პროკურორ ოთარ ფარცხალაძესთან და პრემიერმინისტრ ბიძინა ივანიშვილთან, რაც განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს გავრცელებული ინფორმაციის ჭრილში - ივანიშვილის ახლო ნათესავის უჩა მამაცაშვილისსაპარტნიორო ფონდშიაღმასრულებელი დირექტორის მოადგილის პოზიციაზე მუშაობის შესახებ. აღსანიშნავია, რომ პირად საუბრებში ფონდშიც გვიდასტურებენ, რომ მამაცაშვილი ფონდში 2012-2016 წლებში მუშაობდა, თუმცა ამის შესახებ ინფორმაცია ფონდის ვებგვერდზე არ მოიპოვება. ასევე, როგორც უკვე აღვნიშნეთ, იმ პროექტებში, სადაცსაპარტნიორო ფონდიმინორიტარია შემსრულებელი კომპანიების არჩევა ფასთა გამოკითხვით, მხოლოდ ორმხრივი ურთიერთშეთანხმების საფუძველზე ხდება. ეს სტანდარტები, ვფიქრობთ, საკმარისი არ არის პროექტების სათანადო გამჭვირვალობის უზრუნველსაყოფად. შესაბამისად, ეს ყველაფერი ზოგიერთ შემთხვევაში კითხვებს აჩენს სახელმწიფოსაპარტნიორო ფონდისმიერ სახელმწიფო თანხების გამჭვირვალე და ეფექტიან ხარჯვასთან მიმართებაში.

საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოსმიაჩნია, რომ:

აუცილებელია, „საპარტნიორო ფონდის’’ ვებგვერდზე მოცემული იყოს დეტალური და გადამოწმებული ინფორმაცია ყველა პროექტის შესახებ;

საპარტნიორო ფონდისმიერ დაფინანსებული პროექტების გამჭვირვალობის უზრუნველყოფის კუთხით დამატებითი რეგულაციები უნდა იქნას შემოღებული. კერძოდ, უმჯობესი იქნება, თუ კანონის დონეზე აიკრძალებასაპარტნიორო ფონდისსახსრების ისეთ იურიდიულ პირებზე გაცემა, რომლებიც რეგისტრირებული არიან ოფშორულ ზონაში, ასევე, იმ იურიდიულ პირებზე, რომელთა წილს ან აქციებს პირდაპირ ან ირიბად ფლობს ოფშორულ ზონაში რეგისტრირებული პირი;

ყველა პროექტში, მიუხედავად იმისა ფონდის მონაწილეობა მაჟორიტარულია თუ მინორიტარული, აუცილებელია, პროექტის მიზნებისთვის ნებისმიერი სამუშაოს შემსრულებელი პირის გამოვლენა სრულყოფილი (ღია და ინკლუზიური) ტენდერის გზით ხდებოდეს

საპარტნიორო ფონდის საქმიანობა მეტ გამჭვირვალობას საჭიროებს

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2025 ყველა უფლება დაცულია