მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
საარჩევნო განვითარების სკოლების წარჩინებული კურსდამთავრებულები საარჩევნო კომისიებში პრაქტიკას გადიან - 26 აგვისტო 2016

myrights.ge

საარჩევნო განვითარების სკოლების წარჩინებული კურსდამთავრებულები საოლქო საარჩევნო კომისიებში პრაქტიკას გადიან. საარჩევნო ადმინისტრაციის ინიციატივით 20 კურსდამთავრებული სხვადასხვა საოლქო საარჩევნო კომისიებში დასაქმდა და სამი თვის განმავლობაში საარჩევნო პროცესების შესახებ უკვე პრაქტიკულ ცოდნას მიიღებს.

წარმატებულ სტუდენტებს თამარ ჟვანია შეხვდა და საარჩევნო პროცესებში ახალგაზრდების ჩართულობის მნიშვნელობაზე, დემოკრატიის განვითარების პროცესში არჩევნების როლზე, საარჩევნო ადმინისტრაციის სამომავლო გეგმებზე და მიმდინარე აქტივობებზე ესაუბრა. ახალგაზრდებმა ცესკოში განთავსებული მუდმივმოქმედი გამოფენაც დაათვალიერეს, სადაც საქართველოს საარჩევნო ისტორიის უნიკალური ფოტო მასალაა წარმოდგენილი.

სპეციალურად მათთვის გაიმართა ინფორმაციული ხასიათის საორიენტაციო შეხვედრაც; ახალგაზრდები ასევე შეხვდნენ ცესკოს სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებს და უშუალოდ მათგან მიიღეს ინფორმაცია ცესკოს საქმიანობების შესახებ.

ცესკოს წარმატებული პროექტი, რომლის ფარგლებშიც ახალგაზრდები საარჩევნო საკითხებზე სასწავლო კურსს გადიან, წელს 20 მუნიციპალიტეტში განხორციელდა და ტრენინგები 453-მა ახალგაზრდამ გაიარა.

ცენტრალური საარჩევნო კომისია გეგმავს, რომ პროექტი გაფართოვდეს და მოიცვას მთელი საქართველო, რაც საარჩევნო ადმინისტრაციის წარმომადგენლებს საშუალებას მისცემს, უფრო მეტ ახალგაზრდას გაუზიარონ საკუთარი პროფესიული გამოცდილება

საარჩევნო განვითარების სკოლა ევროპის საბჭოს და საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის მხარდაჭერით განხორციელდა“, - აღნიშნულია ცესკოს განცხადებაში.

ასევე იხილეთ ვიდეობმული: 

https://www.youtube.com/watch?v=W1RAMcDMvCY

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2025 ყველა უფლება დაცულია