მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
საოლქო საარჩევნო კომისიების თავმჯდომარეებისა და იურისტებისთვის ტრენინგი გაიმართა - 01 სექტემბერი 2016

myrights.ge

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის ორგანიზებით საოლქო საარჩევნო კომისიების თავმჯდომარეებისა და იურისტებისთვის ყვარელში ტრენინგები გაიმართა.

ტრენინგებში ცესკოს ხელმძღვანელი პირები, წევრები, იურიდიული დეპარტამენტის ხელმძღვანელი პირები და საოლქო საარჩევნო კომისიების კოორდინატორები მონაწილეობდნენ. მათ საოლქო საარჩევნო კომისიების თავმჯდომარეებსა და იურისტებს საარჩევნო კანონმდებლობის სიახლეებიდა  საჩივრების რეესტრის წარმოების პროცესთან დაკავშირებული რეკომენდაციები გააცნეს. გარდა ამისა, მონაწილეებისთვის გასაცნობად და შემდგომში სახელმძღვანელოდ, იურიდიული დეპარტამენტის მიერ ,,საქართველოს საარჩევნო კოდექსში’’ განხორციელებული ცვლილებების შესაბამისად მომზადდა სიახლეების დოკუმენტი (ძველი და ახალი ნორმების შედარება), ასევე არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად განახლდა საარჩევნო დავებისა და ადმინისტრაციული რესურსების გამოყენების აკრძალვის შესახებ სახელმძღვანელოები და ერთგვაროვანი პრაქტიკის დოკუმენტი დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომების გამოყენებასთან დაკავშირებით.

"სამუშაო შეხვედრებში ასევე მონაწილეობდა ევროსაბჭოს ვენეციის კომისიის ექსპერტი სერჰი კალჩენკო. მან, ტრენინგის მონაწილეებს საარჩევნო დავების განხილვის, საარჩევნო პროცესში ადმინისტრაციული რესურსების არასათანადო გამოყენების პრევენციის და მის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო და ევროპულ სტანდარტებთან დაკავშირებული ინფორმაცია გაუზიარა.

ტრენინგები ყვარელში, 27-31 აგვისტოს, ვენეციის კომისიის და ევროპის საბჭოს პროგრამული თანამშრომლობის ფარგლებში, მათი თანადაფინანსებით განხორციელდა", - აღნიშნულია ცესკოს ინფორმაციაში.

პოპულარული სტატიები
საქართველო რუსული მონობისა და ევროპული თავისუფლების გზაჯვარედინზე
„არემჯის“ სოციალური პასუხისმგებლობა - მადლი ჰქენ, მარილიც მოაყარეო
ქალთა ახდენილი ოცნებები ბოლნისის ზრდასრულთა განათლების ცენტრში
 
ვიდეოები
ეროვნული ვალუტის შემოღების ისტორია 
Video screenshot
გამოკითხვა
 


სპონსორები

2025 ყველა უფლება დაცულია

Created by SPAR.GE | Hosting is provided by Internet Services LLC FINDDOMAIN.GE