მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
საარჩევნო ადმინისტრაციამ გენდერული თანასწორობის პოლიტიკის დოკუმენტი დაამტკიცა - 02 სექტემბერი 2016

myrights.ge

საარჩევნო ადმინისტრაციამ თავის საქმიანობის ისტორიაში პირველად დაამტკიცა გენდერული თანასწორობის პოლიტიკის დოკუმენტი.

პოლიტიკა განსაზღვრავს ადმინისტრაციის პრინციპულ და პროფესიულ მიდგომას გენდერული თანასწორობის მიმართ, რითაც საარჩევნო პროცესებში ქალთა და მამაკაცთა თანაბარ მონაწილეობას სტრატეგიული მნიშვნელობა ენიჭება. 

გენდერული თანასწორობის პოლიტიკა ცესკოში მუდმივმოქმედმა საბჭომ შეიმუშავა, რომელიც 1 სექტემბერს ცესკოს სხდომაზე დამტკიცდა.

"საარჩევნო ადმინისტრაცია, ამ პოლიტიკის განხორციელებით, მნიშვნელოვან როლს შეასრულებს საარჩევნო პროცესებში ქალთა და მამაკაცთა თანაბარი მონაწილეობისთვის საჭირო პირობების შესაქმნელად, რაც სამი ძირითადი ამოცანის შესრულებით მოხდება:

1. საარჩევნო ადმინისტრაციის ორგანიზაციული შესაძლებლობების გაძლიერება გენდერული უთანასწორობის პრევენციისა და საარჩევნო პროცესში ქალთა მონაწილეობის გაზრდის ხელშეწყობისთვის.

2. ინსტიტუციური პრაქტიკისა და პოლიტიკის დანერგვა გენდერული თანასწორობის მიღწევისა და სამუშაო ადგილებზე ქალების გაძლიერებისთვის.

3. პროგრამების შემუშავება და მათში დაინტერესებული მხარეების ჩართვა საარჩევნო პროცესში გენდერული თანასწორობის ხელშესაწყობად და ქალთა გასაძლიერებლად", - აღნიშნულია ცესკოს განცხადებაში.

პოპულარული სტატიები
საქართველო რუსული მონობისა და ევროპული თავისუფლების გზაჯვარედინზე
„არემჯის“ სოციალური პასუხისმგებლობა - მადლი ჰქენ, მარილიც მოაყარეო
ქალთა ახდენილი ოცნებები ბოლნისის ზრდასრულთა განათლების ცენტრში
 
ვიდეოები
ეროვნული ვალუტის შემოღების ისტორია 
Video screenshot
გამოკითხვა
 


სპონსორები

2025 ყველა უფლება დაცულია

Created by SPAR.GE | Hosting is provided by Internet Services LLC FINDDOMAIN.GE