მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
„გადაამოწმე მონაცემები ამომრჩეველთა ერთიან სიაში“ - საინფორმაციო აქცია ამომრჩევლებისთვის - 10 სექტემბერი 2016

myrights.ge

გადაამოწმე მონაცემები ამომრჩეველთა ერთიან სიაში“ - ამ სახელწოდების აქცია გამართა დღეს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ სავაჭრო ცენტრშითბილისი მოლი“. ცესკოს წარმომადგენლებმა სავაჭრო ცენტრში მყოფ ამომრჩევლებს სწრაფი გადახდის აპარატში არსებული აპლიკაციის მოხმარების წესი გააცნეს, რომლის საშუალებითაც საარჩევნო სიაში მონაცემების გადამოწმებაა შესაძლებელი. ამ სერვისით სარგებლობა ასევე შეუძლიათ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს.

აღნიშნული აპლიკაცია სწრაფი გადახდის 7000 ტერმინალში 20 აგვისტოს გააქტიურდა; ამ დრომდე, სერვისით 10 801-მა მომხმარებელმა ისარგებლა.

სწრაფი გადახდის აპარატებში არსებული აპლიკაციის გარდა ამომრჩევლებს საარჩევნო სიაში საკუთარი და ოჯახის წევრების მონაცემების გადამოწმება ვებ-გვერდზე - voters.cec.gov.ge, ”ანდროიდისსისტემაზე მორგებული მობილური ტელეფონის და პლანშეტის გამოყენებითაც შეუძლიათ. სიაში მონაცემების გადამოწმებისას მომხმარებელი ასევე იღებს ინფორმაციას საარჩევნო უბნის ადგილმდებარეობის შესახებ.

ცესკოს მიერ შეთავაზებული ამომრჩეველთა მონაცემების გადამოწმების სერვისებით 10 ივნისიდან 757 605-მა ამომრჩეველმა ისარგებლა.

მონაცემებში უზუსტობის აღმოჩენის შემთხვევაში, ამომრჩეველს შეუძლია 22 სექტემბრამდე წერილობით მიმართოს საუბნო საარჩევნო კომისიას ან/და იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს შესაბამის ტერიტორიულ სამსახურს“, - აღნიშნულია ცესკოს განცხადებაში. 

 

პოპულარული სტატიები
საქართველო რუსული მონობისა და ევროპული თავისუფლების გზაჯვარედინზე
„არემჯის“ სოციალური პასუხისმგებლობა - მადლი ჰქენ, მარილიც მოაყარეო
ქალთა ახდენილი ოცნებები ბოლნისის ზრდასრულთა განათლების ცენტრში
 
ვიდეოები
ეროვნული ვალუტის შემოღების ისტორია 
Video screenshot
გამოკითხვა
 


სპონსორები

2025 ყველა უფლება დაცულია

Created by SPAR.GE | Hosting is provided by Internet Services LLC FINDDOMAIN.GE