მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
ცესკოში თამარ ჟვანიასა და იან კელის შეხვედრა გაიმართა - 22 სექტემბერი 2016

myrights.ge

ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში (ცესკო) დღეს ამერიკის შეერთებული შტატების ელჩისა და ცესკოს თავმჯდომარის შეხვედრა გაიმართა.

თამარ ჟვანიამ იან კელის  2016 წლის 8 ოქტომბრის არჩევნებისთვის მზადების პროცესის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია და აღნიშნა, რომ საარჩევნო ადმინისტრაცია მზად არის სამართლიანი, სანდო, გამჭვირვალე არჩევნების საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად ჩასატარებლად. თამარ ჟვანიამ ელჩთან საუბრისას ამომრჩეველთა განახლებული სიის, რეგისტრირებული საარჩევნო სუბიექტების და სადამკვირვებლო  ორგანიზაციების შესახებაც ისაუბრა. მხარეებმა, ასევე განიხილეს წინასაარჩევნო გარემო.

იან კელიმ 8 ოქტომბრის არჩევნებისთვის ცესკოს მიერ განხორციელებული აქტივობები დადებითად შეაფასა.

შეხვედრას, რომელიც ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში გაიმართა, ასევე ცესკოს იურიდიული დეპარტამენტის ხელმძღვანელი არჩილ ანასაშვილი და აშშ საელჩოს პოლიტიკური ოფიცერი ლორა ჰოჩლა ესწრებოდნენ.

 

პოპულარული სტატიები
საქართველო რუსული მონობისა და ევროპული თავისუფლების გზაჯვარედინზე
„არემჯის“ სოციალური პასუხისმგებლობა - მადლი ჰქენ, მარილიც მოაყარეო
ქალთა ახდენილი ოცნებები ბოლნისის ზრდასრულთა განათლების ცენტრში
 
ვიდეოები
ეროვნული ვალუტის შემოღების ისტორია 
Video screenshot
გამოკითხვა
 


სპონსორები

2025 ყველა უფლება დაცულია

Created by SPAR.GE | Hosting is provided by Internet Services LLC FINDDOMAIN.GE