მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
ცესკოს ხელმძღვანელობა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციას შეხვდა - 23 სექტემბერი 2016

myrights.ge

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელობა დღეს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის წინასაარჩევნო სადამკვირვებლო მისიის დელეგაციის წევრებს შეხვდა.

ცესკოს თავმჯდომარე თამარ ჟვანიამ დელეგაციის წევრებს 2016 წლის 8 ოქტომბრის არჩევნებისთვის მზადების პროცესის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია და აღნიშნა, რომ საარჩევნო ადმინისტრაცია მზად არის სამართლიანი, სანდო, გამჭვირვალე არჩევნების საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად ჩასატარებლად.

თამარ ჟვანიამ ამომრჩეველთა განახლებული სიის, რეგისტრირებული საარჩევნო სუბიექტების და სადამკვირვებლო  ორგანიზაციების შესახებაც ისაუბრამხარეებმა, ასევე განიხილეს წინასაარჩევნო გარემო. დელეგაციის წევრებმა ხმების დათვლის ცენტრიც დაათვალიერეს, საიდანაც ხმების დათვლის პროცესის პირდაპირი ტრანსლაცია 360 გრადუსიანი ვიდეო გადაღების ტექნოლოგიის გამოყენებით განხორციელდება.

ძალიან მნიშვნელოვანი და საინტერესო შეხვედრა იყო. ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის წევრებს არჩევნებთან დაკავშირებული თითქმის ყველა საკითხის შესახებ მივაწოდეთ ინფორმაცია, მათ შორის როგორ მიმდინარეობს წინასაარჩევნო კამპანია, რა საკითხებია დღის წესრიგში, იყო კითხვები საკანონმდებლო ცვლილებების შესახებაც.

ჩვენ მაქსიმალური ინფორმაცია მივაწოდეთ იმ სერვისების შესახებ, რომელსაც ცესკო ამომრჩეველს მიაწვდის. ვიმსჯელეთ არჩევნების დღისთვის აუცილებელ და საჭირო საკითხებზე - ეს გახლავთ ის, რომ თითოეულ ამომრჩეველს ჰქონდეს  თავისუფალ და მშვიდობიან გარემოში ხმის მიცემის შესაძლებლობა და ყველა ჩართული მხარე უნდა იყოს ამისთვის  მზად“, - განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ თამარ ჟვანიამ.

 

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2025 ყველა უფლება დაცულია