მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
ცესკომ არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების შუალედური ანგარიში წარუდგინა - 26 სექტემბერი 2016

myrights.ge

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე თამარ ჟვანიამ ადგილობრივ არასამთავრობო და  საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს 2016 წლის 8 ოქტომბრის არჩევნების შუალედური ანგარიში წარუდგინა. ანგარიში პარლამენტის არჩევნების დანიშვნის დღიდან, მიმდინარე წლის 8 ივნისიდან 8 სექტემბრამდე პერიოდს მოიცავს და საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ განხორციელებულ სხვადასხვა მნიშვნელოვან საქმიანობას ასახავს.

საარჩევნო ადმინისტრაციამ ანგარიშგების თვალსაზრისით ახალი სტანდარტი  დაამკვიდრა. მედიის შემდეგ საარჩევნო პერიოდის საქმიანობის შესახებ შუალედური ანგარიში დღეს უკვე ადგილობრივ არასამთავრობო და  საერთაშორისო ორგანიზაციებს წარვუდგინეთ. აღსანიშნავია, რომ ამ სამი თვის განმავლობაში უდიდესი შრომაა ჩადებული და საარჩევნო ადმინისტრაცია ამ საქმიანობას სწორედ ანგარიშის მეშვეობით ასაჯაროებს და აწვდის საზოგადოებას ინფორმაციას“,-აღნიშნა თამარ ჟვანიამ.

პრეზენტაციაზე თამარ ჟვანიამ რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხზე გაამახვილა ყურადღება, მათ შორის, ამომრჩევლებზე, საუბნო საარჩევნო კომისიებზე, დამკვირვებლებზე, ცესკოს საინფორმაციო კამპანიაზე, ჩართულ მხარეებთან თანამშრომლობაზე, ცესკოს გენდერულ პოლიტიკაზე.

თამარ ჟვანიას განცხადებით, ერთ-ერთი მთავარი სიახლე, რომელსაც საარჩევნო ადმინისტრაცია 8 ოქტომბერს საზოგადოებას პირველად შესთავაზებს, ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში შედეგების დათვლის პროცესის ტრანსლაცია იქნება. ნებისმიერ დაინტერსებულ პირს შეეძლება ინტერნეტის საშუალებით, ონლაინ რეჟიმში, ცესკოს ოფიციალური ვებ-გვერდის და სოციალური ქსელების მეშვეობით დააკვირდეს შედეგების დათვლის პროცედურას, ვიდეოგადაღების 360 გრადუსიანი ტექნოლოგიის გამოყენებით ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში.

ცესკოს თავმჯდომარის განცხადებით, საარჩევნო ადმინისტრაცია მომავალშიც აქტიურად გააგრძელებს საარჩევნო პროცესებში ჩართული მხარეების ინფორმირებას მნიშვნელოვანი საქმიანობების შესახებ, რაც აუცილებელია გამჭვირვალე და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი საარჩევნო გარემოს უზრუნველსაყოფად.

ასევე იხილეთ ვიდეობმული:

https://www.youtube.com/watch?v=5kMsH_QGCAQ

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2025 ყველა უფლება დაცულია