მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
„ეს შენ გეხება“: აღმაშფოთებელია, რომ საარჩევნო კამპანია კვლავ ფარული ჩანაწერების ფონზე მიმდინარეობს - 28 სექტემბერი 2016

myrights.ge

კამპანიაეს შენ გეხებაინტერნეტსივრცეში, სავარაუდოდ, საქართველოს ექს-პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილისა დაერთიანი ნაციონალური მოძრაობისწევრების საუბრის ჩანაწერის გავრცელებას ეხმაურება.

კამპანიაში შემავალი არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის აღმაშფოთებელია, რომ საარჩევნო კამპანია კვლავ ფარული  ჩანაწერების ფონზე მიმდინარეობს და უკანონო ფარული თვალთვალი/მიყურადება და მისი შედეგების გავრცელება სისტემურ ხასიათს იღებს.

არანაკლებ აღმაშფოთებელია ფარული ჩანაწერის შინაარსი, რომელიც შეიცავს დანაშაულის შესახებ ინფორმაციას და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-100 მუხლის თანახმად, გამოძიების დაწყების ვალდებულებას წარმოშობს.

გავრცელებული ინფორმაციით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა უკვე დაიწყო გამოძიება გავრცელებულ ჩანაწერთან დაკავშირებით.

აუცილებელია, რომ გამოძიება წარიმართოს გამჭვირვალედ, საქართველოს კანონმდებლობის სტანდარტების სრული დაცვით, დადგინდეს ჩანაწერის ავთენტურობა რათა არ გაჩნდეს უმნიშვნელოვანესი სახელმწიფო ინსტიტუტების პოლიტიკურ ინსტრუმენტად გამოყენების შთაბეჭდილება.

ქვეყნის დემოკრატიული განვითარების, წინასაარჩევნო გარემოს მშვიდ და სამართლიან გარემოში ჩატარებისა და ადამიანის უფლებების დაცვისათვის მნიშვნელოვანია სახელმწიფომ ასევე სწრაფად და ეფექტურად გამოიძიოს  ფარული ჩანაწერის მოპოვება-გავრცელების ფაქტი.

მოვუწოდებთ ხელისუფლებას გადადგას კონკრეტული ნაბიჯები უკანონო ფარული თვალთვალისა და მიყურადების წინააღმდეგ საბრძოლველად და ეფექტურად გამოიძიოს უკანონო მოსმენებთან დაკავშირებული ყოველი დანაშაული. აქვე მოვუწოდებთ უსაფრთხოების სამსახურს მიზნობრივად გამოიყენოს კანონით მისთვის მინიჭებული უფლებამოსილება და მიიღოს სათანადო კანონიერი ზომები ქვეყნის უსაფრთხოების დაცვისათვის, რაც არჩევნების მშვიდ ვითარებაში ჩატარებას უზრუნველყოფს“, - აღნიშნულია განცხადებაში. 

 

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2025 ყველა უფლება დაცულია