მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებმა კენჭისყრის დღე დადებითად შეაფასეს - 11 ოქტომბერი 2016

myrights.ge

ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა.

ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის, ნატოს საპარლამენტო ასამბლეის და ევროპარლამენტის წარმომადგენლებს ცესკოს თავმჯდომარე თამარ ჟვანია საარჩევნო ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან ერთად შეხვდა.

დელეგაციის წევრებმა 8 ოქტომბრის არჩევნებზე დაკვირვების შედეგებზე ისაუბრეს  და კენჭისყრის დღე დადებითად შეაფასეს.

შეხვდრის მონაწილეებმა საარჩევნო პროცესები, კენჭისყრის დღე და ხმის დათვლის პროცედურები განიხილესაღინიშნა, რომ საუბნო საარჩევნო კომისიებმა, მიუხედავად რამდენიმე ინციდენტისა, საარჩევნო პროცესის პროფესიულ დონეზე ჩასატარებლად მაქსიმუმი გააკეთეს. ასევე იმსჯელეს ავღანეთში ჩატარებულ არჩევნებზე. შეხვედრის მონაწილეებმა საჩივრებზე და მათი წარდგენის ვადებზეც ისაუბრეს.

სადამკვირვებლო მისიის წარმომდგენლებმა ცესკოს ხელმძღვანელობას არჩევნებთან დაკავშირებით საკუთარი რეკომენდაციები გააცნეს. აღსანიშნავია, რომ მისია პარლამენტის არჩევნების  მეორე ტურსაც დააკვირდება.

 

პოპულარული სტატიები
საქართველო რუსული მონობისა და ევროპული თავისუფლების გზაჯვარედინზე
„არემჯის“ სოციალური პასუხისმგებლობა - მადლი ჰქენ, მარილიც მოაყარეო
ქალთა ახდენილი ოცნებები ბოლნისის ზრდასრულთა განათლების ცენტრში
 
ვიდეოები
ეროვნული ვალუტის შემოღების ისტორია 
Video screenshot
გამოკითხვა
 


სპონსორები

2025 ყველა უფლება დაცულია

Created by SPAR.GE | Hosting is provided by Internet Services LLC FINDDOMAIN.GE