მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
ცესკომ საუბნო საარჩევნო კომისიების შემაჯამებელი ოქმების ბათილად ცნობის შესახებ ინფორმაცია გამოაქვეყნა - 12 ოქტომბერი 2016

myrights.ge

ცესკოს ინფორმაციით, როგორც პროპორციული, ისე მაჟორიტარული სისტემით ჩატარებული არჩევნების შედეგები ბათილად იქნა ცნობილი 5 საარჩევნო უბანზე. გარდა ამისა, ერთ უბანზე მაჟორიტარული სისტემით ჩატარებული კენჭისყრის შედეგი, ხოლო  ერთზე მხოლოდ პროპორციული სისტემით ჩატარებული კენჭისყრის შედეგი გაბათილდა

№8 დიდუბის საოლქო საარჩევნო კომისიამ გააბათილა №15.08.14 და  №15.08.26 საუბნო საარჩევნო კომისიების შემაჯამებელი ოქმები.

№15.08.14  საარჩევნო უბანზე კენჭისყრის პროცესი მიმდინარეობდა დარღვევების ფონზე. შესაბამისად, საოლქო კომისიის გადაწყვეტილებით, გაუქმდა აღნიშნული უბნის შედეგები.

ვინაიდან №15.08.26  საარჩევნო უბანზე საკონტროლო ფურცლებს შორის აღმოჩნდა აშკარა სხვაობა, დიდუბის საოლქო საარჩევნო კომისიამ, ასევე გააბათილა აღნიშნული უბნის შედეგები.

№24 დმანისის საოლქო საარჩევნო კომისიამ ბათილად ცნო №34.24.08  და №34.24.14 საარჩევნო უბნების შედეგები, ვინაიდან ოლქში შემაჯამებელი ოქმების ფოტოასლები იყო წარდგენილი

№22 მარნეულის საოლქო საარჩევნო კომისიამ ბათილად ცნო  №35.22.48 საარჩევნო უბნის შემაჯამებელი ოქმები, კენჭისყრის დღეს არსებული პროცედურული დარღვევების გამო.

მარნეულის საოლქო საარჩევნო კომისიამ ასევე ბათილად ცნო №35.22.34 საარჩევნო უბნის მხოლოდ პროპორციული საარჩევნო სისტემით ჩატარებული კენჭისყრის შედეგები, ვინაიდან ოლქში შემაჯამებელი ოქმის ფოტოასლი იყო წარდგენილი.

№10 გლდანის საოლქო საარჩევნო კომისიამ ბათილად ცნო №21.10.54 უბნის კენჭისყრის შედეგები მხოლოდ მაჟორიტარული სისტემით ჩატარებული არჩევნების ნაწილში. აღნიშნულის მიზეზი ის ფაქტი გახდა, რომ გამონაკლის შემთხვევაში შექმნილ  №21.10.112 უბანზე, პატიმრობისა და დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის შერეული ტიპის (№8) დაწესებულებაში მყოფმა 184-მა პატიმარმა მონაწილეობა მიიღო არჩევნებში მაჟორიტარული სისტემითაც. აღნიშნული გამონაკლის შემთხვევაში შექმნილი უბანი კი მიმაგრებული იყო №21.10.54 (ძირითად) საარჩევნო უბანზე და შედეგების დათვლის უბნადაც სწორედ აღნიშნული უბანი იყო განსაზღვრული“, - აღნიშნულია განცხადებაში. 

 

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2025 ყველა უფლება დაცულია