მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
პარლამენტის არჩევნების მეორე ტურები 30 ოქტომბერს გაიმართება - 17 ოქტომბერი 2016

myrights.ge

მაღალი საზოგადოებრივი ინტერესისა და არჩევნებში ჩართული მხარეების ინფორმირების მიზნით ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ (ცესკო) მეორე ტურების და   განმეორებითი კენჭისყრის შესაძლო თარიღები განსაზღვრა.

8 ოქტომბრის პარლამენტის არჩევნების მეორე ტურები 50 მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში 30 ოქტომბერს გაიმართება.

რაც შეეხება განმეორებით კენჭისყრას, 22 ოქტომბერს ჩატარდება. №36 მაჟორიტარული საარჩევნო ოლქის №36.22.48 საარჩევნო უბანზე (მარნეული) გაიმართება პარლამენტის მაჟორიტარული არჩევნები, ხოლო №66 მაჟორიტარული საარჩევნო ოლქის №66.67.38, №66.67.79 და №66.67.108 საარჩევნო უბნებზე (ზუგდიდი) - როგორც პარლამენტის მაჟორიტარული, ისე გამგებლის არჩევნები.

ცესკო სამართლებრივ აქტებს შესაბამისი პროცედურების დასრულების შემდეგ გამოსცემს“, - აღნიშნულია გაბნცხადებაში. 

 

პოპულარული სტატიები
საქართველო რუსული მონობისა და ევროპული თავისუფლების გზაჯვარედინზე
„არემჯის“ სოციალური პასუხისმგებლობა - მადლი ჰქენ, მარილიც მოაყარეო
ქალთა ახდენილი ოცნებები ბოლნისის ზრდასრულთა განათლების ცენტრში
 
ვიდეოები
ეროვნული ვალუტის შემოღების ისტორია 
Video screenshot
გამოკითხვა
 


სპონსორები

2025 ყველა უფლება დაცულია

Created by SPAR.GE | Hosting is provided by Internet Services LLC FINDDOMAIN.GE