მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
ცესკო: შემაჯამებელ ოქმებს მხოლოდ ცესკოს თავმჯდომარე და მდივანი ხელს აწერენ - 25 ოქტომბერი 2016

myrights.ge

ცესკო შედეგების შეჯამების წესისა და შემაჯამებელი ოქმის შედგენის პროცედურის შესახებ განმარტებას ავრცელებს.

საქართველოს  ცენტრალური საარჩევნო კომისიის არჩევნების შედეგების შემაჯამებელი ოქმი დგება  კანონიერ ძალაში შესული საოლქო  და საუბნო საარჩევნო კომისიების შესაბამისი შემაჯამებელი ოქმების საფუძველზე, ცესკოს სხდომაზე, კენჭისყრის გარეშე.

კომისიის ყველა წევრის ხელმოწერა სავალდებულოა მხოლოდ საუბნო და საოლქო საარჩევნო კომისიების მიერ შედგენილ შემაჯამებელ ოქმებზე.

რაც შეეხება ცესკოს შემაჯამებელ ოქმებს, მას საარჩევნო კოდექსის 76- მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, ხელს აწერენ მხოლოდ ცესკოს თავმჯდომარე და მდივანი და არა ცესკოს  სხვა წევრები.

შესაბამისად, გავრცელებული ინფორმაცია, რომ ცესკოს რომელიმე წევრმა შემაჯამებელ ოქმს ხელი არ მოაწერა, არ შეესაბამება სინამდვილეს, ვინაიდან ცესკოს სხვა წევრებს, კომისიის თავმჯდომარისა და მდივნის გარდა, არ გააჩნიათ შემაჯამებელ ოქმებზე ხელმოწერის უფლებამოსილება.

ცესკოს 24 ოქტომბრის სხდომაზე შედგა შემაჯამებელი ოქმები, რომლებსაც ხელი მოაწერა კომისიის თავმჯდომარემ და მდივანმა. პოლიტიკური პარტიების მიერ დანიშნულმა ცესკოს სამმა წევრმა კი დააფიქსირა განსხვავებული აზრი შემაჯამებელ ოქმებთან დაკავშირებით, რომელიც, კანონმდებლობის თანახმად, აისახა სხდომის ოქმში.

არჩევნების შედეგების შემაჯამებელი ოქმები საჯაროა და ხელმისაწვდომია ცესკოს ვებ-გვერდზე“, - აღნიშნულია განცხადებაში. 

 

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2025 ყველა უფლება დაცულია