მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
„ხაშურში საარჩევნო საბაზრო ეკონომიკა ყვავის“ - 28 ოქტომბერი 2016

„ჩვენ გენერლებისა და ფულის ტომრების მარიონეტებად ვიქეცით“

myrights.ge

ხაშურში, საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურში ერთმანეთსქართული ოცნებისწარმომადგენელი ვალერი გელაშვილი დამრეწველებისკანდიდატი სიმონ ნოზაძე დაუპირისპირდებიან. „ქრონიკა პლუსირაიონში მიმდინარე საარჩევნო პერიპეტიებზე არასამთავრობო ორგანიზაციისდამოუკიდებლობა და ევროინტეგრაციაწარმომადგენელს ხაშურში, ზაზა მეხრიშვილს ესაუბრება.  

- მინდა გახაროთ, რომ ჩვენ ვართ ხალხი, რომელიც კომუნისტური იდეოლოგიიდან ვერ გამოვიდა. ჩვენ გენერლებისა და ფულის ტომრების მარიონეტებად ვიქეცით. ერად, რომელმაც კომუნისტური იდეოლოგიის მიმდევარი, რუსული სპეცსამსახურის მოწინავე სიმონ ნოზაძე და სამგზის დეპუტატი გელაშვილი უნდა აირჩიოს.

რუსეთი ჩვენი მოძმე ქვეყანაა, - ღაღადებს გენერალი. მე თუ ვიტყვი, რომ რუსეთი და სიმონ ნოზაძე ქვეყნის მტერია, ლამისაა ჩამქოლონ. ამ გენერლებს და სამგზის დეპუტატ გელაშვილს ეფარებიან მავანნი და იმაზე არ ფიქრობენ, თუ რა ბედი ეწევა ხაშურს.

მე ვარ ბნელი, ბოროტი და თქვენ ანგელოზები, პატივცემულებო?

საკმარისია შეეპასუხო ვინმეს ან შენი აზრი გამოხატო რაიმეზე, ვაი შენი ბრალი.

სამართლიანობის განცდა არ არსებობს ამ ქალაქში.

გადადით სირაქლემის პოზიდან კეთილგონიერი ადამიანის პოზაში და დავდგეთ ერთად ჩვენი ქვეყნის, ქალაქის და მომავალი თაობების საკეთილდღეოდ. თქვით სიმართლე, ვინც საზოგადოების ნაწილად თვლით თავს, ნუ ხართ ჩაკეტილები. ასე ორშაურად რომ გაიყიდა მახარობლიძის ხმები, ახლა სიმონი (ნოზაძე) ვაჭრობს თავისი ხმებით ამ ყველაფერზე, - ხმას რატომ არ იღებ ღრმად პატივცემულო საზოგადოებავ?

ხაშურის ბაზარი ოდითგანვე განთქმული იყო. ჰოდა, დახლზე ჯერ ნაციონალი როინ მახარობლიძე იდგა და გაყიდა ხმები.

ახლა კი, ღრმად პატივცემული რუსული გადმონაშთების მატარებელი გენერალი დადგა ბაზრის კუთხის ცარიელ დახლთან და წავიდა გამალებული ვაჭრობა. შეუთავაზებია მავანს თანხა, ერთხელ იუარა გენერალმა და ფეხი აქვს გამოდგმული, - ფასს ვერ დავაკლებო. რა ქნას, ტკბილი სიბერე უნდა ამ მოხუცებულობაში ბატონ სიმონს, ვერ გაამტყუნებ.

ფულის ტომარა ვალერი გელაშვილი კი ამ ყველაფერს შორიდან გაუვლის და გამოუვლის, თან კვდება სიცილით.

ესაა რეალობა, პატივცემულო ხაშურელებო. ჩათვალეთ, გელაშვილის მიზნები უკვე მიღწეულია.

თქვენ კი, პატივცემულო ნოზაძის მხარდამჭერებო, ბატონი გენერალი ბოლოს დიდ მადლობას გეტყვით და იმასაც დააყოლებს, - მე ვეცადე და არაფერი გამომივიდაო. დღეს ხომ საბაზრო ეკონომიკა განვითარებულია ხაშურში, ჰოდა, ჩვენი პოლიტიკოსებიც ჩვენივე ხმებით ვაჭრობენ. ბოლოს ერთად დაჯდებიან, ჭიქებს მიაჭახუნებენ და შენ თავში ქვა გიხლია, ხაშურის მოსახლეობავ.

- უფრო კონკრეტულად, არჩევნების პირველი ტური როგორ წარიმართა?

- ხაშურში ჩატარებული არჩევნები ყოველთვის განსხვავდება სხვა ქალაქებისგან და რეგიონებისგან. აქ რაც ხდება, ესაა სრული სიბნელე. ხალხის გამოყენებით პოლიტიკოსები ფულს შოულობენ და ვაჭრობენ ხმებით.

დავიწყოთ იქიდან, რომ არჩევნებში 4 დეპუტატობის კანდიდატი იყო გამოკვეთილი. რეიტინგულ კანდიდატად რუსეთუმე თოფაძის მრეწველებიდან,  „კაგებესგენერალი სიმონ ნოზაძე, ხოლო ნაციონალებიდან  როინ მახარობლიძე ითვლებოდა. დამოუკიდებელი კანდიდატი პავლე ლაცაბიძე იყო. მხოლოდ ბოლოს მოიაზრებოდა ვალერი გელაშვილი სახელისუფლო გუნდიდან.

მე არაერთი პოსტი დამიწერია სოციალურ ქსელში იმის შესახებ, რომ ნაციონალების ლიდერი მახარობლიძე ხმებს დაუთმობდა ვალერი გელაშვილს და მეორე ტურში ის დარჩებოდა. ასეც მოხდა, გარიგება შედგა, ნაციონალებმა დათმეს და ვალერი გელაშვილი მეორე ტურშია.

გადახედეთ ცესკოს მონაცემებს და ყველა მიხვდებით, ასეც რომ არის. რამხელა განსხვავებას დაინახავთ ნაცმოძრაობის პარტიულ მხარდამჭერებსა და მის კანდიდატს შორის, - ამით ყველაფერი ნათქვამია, მახარობლიძე გაიყიდა

ამ 4 წლის განმავლობაში ვალერი გელაშვილმა არა ერთი პროექტი წამოიწყო და დააფინანსაააშენა სასტუმრო, აშენებს  დიდ სუპერმარკეტს, მასთან ერთად 100-კაციან კინოთეატრს. ეს კაცი ბიზნესმენია და თავის თავზე ფიქრობს. თუმცა ერთი პლუსია, ამ მშენებლობებზე ხალხი საქმდება. ქალაქს ცოტა რაღაც დაეტყო და იდიოტი უნდა იყო ადამიანი, ეს ვერ დაინახო.

ერთი სიტყვით, ჩვენი ყოფილი დეპუტატი და აწ კანდიდატი, რომელიც მეორე ტურისთვის იბრძოლებს, მეტწილად საკუთარ ინტერესებს იცავს და დანარჩენი მოსახლეობა თუ არა, მასთან დასაქმებული ხალხი მაინც კმაყოფილია.

მეორე მხრიდან მისი მოწინააღმდეგე, „კაგებესკადრი  სიმონ ნოზაძეა. შემდეგ საქართველოს უშიშროებაში, იმ ავბედით წლებშიშევარდნაძის დროს მუშაობდამის სახელს არაერთი ცუდი საქმე უკავშირდება. მრეწველებმა წარადგინეს არჩევნებზე.

არ დაგავიწდეთ, სანამ მრეწველებიდან გამოვიდოდა, იგი ჭორებს ავრცელებდა, რომ ოცნებიდან იყრიდა კენჭს. შემდეგ ოცნებამ რომ გამოაპანღურა, გირჩთან მიიტმასნა. ესეც რომ არ გამოუვიდა, დამოუკიდებლად აპირებდა კენჭისყრას. ბოლოს კი, რუსეთუმე მრეწველებში აღმოჩნდა

ძალიან ცუდი არჩევანის წინაშე დადგა ხაშურის მოსახლეობა. ერთი მხრივ რუსეთუმე გენერალი, მეორე მხრივ ბიზმესმენი. უბედურება ისაა, რომ ნოზაძის შტაბში 50%  რუსეთუმე და დრომოჭმული ხალხის ნაკრებია.

იცით რა მაკვირვებს? ყველამ ვიცით ვალერი გელაშვილი ვინც არის, არაერთხელ დამიწერიაქრონიკა პლუსშიმის შესახებ. მაგრამ ამ რუსეთუმე ნოზაძის ამომრჩევლის მიკვირს. ნუთუ დაავიწყდათ ის წლები, რა უბედურებაში გაგვატარა რუსეთმა? აღარ სცემთ ხალხო პატივს ომში დაღუპულ გმირებს და ლტოლვილ მოსახლეობას? წარმოუდგენელია ჩემთვის ასეთი ადამიანის არჩევა.

რთული არჩევანის წინაშე დადგა მოსახლეობა და ეს ყველაფერი ხელისუფლების ბრალია. ოცნების პარტიის არაკომპენტენტურმა ადგილობრივმა თავმჯდომარემ  გიორგი გურასპაშვილმა აწეწდაწეწა  ყველაფერი და ხაშურში მივიღეთ ის, რაც მივიღეთ.

პარტიულ-პროცენტულად ყველაზე დაბალი მაჩვენებელი  ხაშურმა აჩვენა, ამით ბატონმა გურასპაშვილმა დაამტკიცა, რომ იგი წარუმატებელი და არაფრის მაქნისია; რაც მე არაერთხელ დამიწერია და მითქვამს. თანხები არამიზნობრივად იხარჯებოდა, ნათესავებისა და ახლობლების დასაქმება ხდებოდააიპიებში“, ნაცნობობით ხდებოდა ეს 4 წელი ყველაფერი, ნორმალური და ნიჭიერი ხალხი კომისიის მიერ იბლოკებოდა. გაჭირვებული მოსახლეობა არავის აინტერესებდა.

შედეგიც სახეზე აქვს ოცნებას, ხაშურიდან ვერ წაიღო ის, რასაც გიორგი გურასპაშვილი პირდებოდა. წლებია გავიძახით ხაშურის უკუსვლაზე და აქ კლანურ მართვაზე, მაგრამ ცენტრალური ხელისუფლებიდან არავინ გვისმენს. ტალახიანი ქუჩები, მოუწესრიგებელი კურორტი სურამი, სტადიონი, რომელსაც წლებია საშველი არ დაადგა და რამდენი ერთი ჩამოვთვალო.

- რა წინადადებით გამოდიხართ?

- თქვენი გაზეთის შეშვეობით მინდა მივმართო ხაშურის ამომრჩეველს. ამ რეალობიდან გამომდინარე, რა მდგომარეობაშიც ცენტრალურმა და ადგილობრივმა ხელისუფლებებმა ჩაგვაყენეს, გვაქვს ორი რეალობა - ანკაგებესგენერალი, რომელსაც ათას სიბინძურეში აქვს ხელები გასვრილი, ან ბიზნესმენი, რომელმაც დანაპირები ნაწილობრივ  შეასრულა. საკუთარი ბიზნეს-მშენებლობით ცოტა ხალხი მაინც დაასაქმა და რაღაც მაინც შექმნა.

ვიცი, რთული არჩევანია, მაგრამ გადაწყვტილების მიღება ყველა შემთხვევაში გვმართებს. იმედია, დაფიქრდებით და სწორ არჩევანს გააკეთებთ.

ორიოდე სიტყვით ჩემზეც მინდა მოგახსენოთ. წინასაარჩევნო პროცესებიდან გამომდინარე, ბევრი მუქარები მოდის ჩემს წინააღმდეგ. ჯერ იყო გამგებელი დამემუქრა, - მანქანით უნდა გადაგიარო, თუ რამეს დაწერ სოციალურ ქსელშიო.

მერეფეისბუქისსაშუალებით უსახელო და უგვარო ექაუნთებით მემუქრებიან. ზოგი მეუბნება, „კალიასკაშიუნდა ჩაგაჯინოთ, ინვალიდად  დაგტოვებთო. ზოგი ბლაგვი დანით ენის ამოჭრას მპირდება. ამ საკითხზე პოლიციაში დამკითხეს. თუმცა რად გინდა, საქმე ადგილიდან არ იძვრის.

როცა მივაკითხე, გამომძიებელი შეცვლილი დამხვდა. ხელს აფარებენ გამგებელს, სხვები ამით სარგებლობენ. დაინახეს, რომ გამგებელს გაუვიდა და მუქარებმა იმატა.

მე არავის მეშინია, ბოლომდე ვიბრძოლებ ამ უსამართლობის წინააღმდეგ, რაც ხაშურში ხდება. თუ მომკლავენ და გამაჩუმებენ, ისე არავის არაფერი გამოუვა. მოხედეთ ხაშურს, ვიძირებით ჭაობში, უკვე 25 წელია 10 კაცი წყვეტს აქ ხალხის ბედს. არ მოვიდა დრო, ამ ქალაქში რაიმე შეიცვალოს სიკეთისკენ?

ვიცი ამ სტატიის მერე უფრო მეტ მტრებს გავიჩენ, მაგრამ რა ვქნა? მე თუ რაიმე დამემართა, ეს ნაძირლები იქნებიან დამნაშავეები. პოლიციამ ერთხელ დამკითხა, მაგრამ რად გინდათ, - აზრი დაკარგა სამართლიანობის განცდამ და უსამართლობამ დაისადგურა ხალხში.

მე არცერთის მხარდამჭერი არ ვარ და აქ რაც დავწერე, არის სრული სიმართლე. მთელი ხაშური ამას საუბრობს და რეალობაც ესაა. არ ეღირსა ხაშურს ნორმალური კანდიდატი, დაგვღალეს ამ დრომოჭმულმა და კომუნისტურ იდეოლოგიის გადმონაშთმა ავანტურისტებმა.

ასე იყიდება ყველა და ყველაფერი ხაშურში. ჩვენთან საარჩევნო საბაზრო ეკონომიკა ყვავის.

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2025 ყველა უფლება დაცულია